Monthly Archives: ნოემბერი 2015
პირველი ოლიმპიური თამაშების ისტორიიდან…
როგორც ცნობილია,”პირველი ოლიმპიური თამაშები” ჩატარებული იქნა ძველ ბერძნულ ქალაქ ოლიმპიაში ძვ.წ.აღ-ით 776 წელს.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ სპორტული,პოლიტიკური და რელიგიური დატვირთვის მქონე პირველ ოლიმპიურ თამაშებში (ისევე,როგორც შემდგომ 12 ოლიმპიადაზე) მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სპორტული დისციპლინა – “დისტანციაზე სირბილი” იყო ჩართული.
პითოსის შესახებ…
პითოსი – წარმოადგენდა თიხისაგან დამზადებულ სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესანახ დიდი მოცულობის მქონე ძველ ბერძნულ ქვევრს (ჭურჭელს).
“აინზაცგრუპე”-ს შესახებ…
“აინზაცგრუპე” – წარმოადგენდა ფაშისტურ გერმანიაში დაარსებულ უშიშროების პილიციის განკარგულების ქვეშ მყოფ სპეცრაზმს,რომლის ფუძემდებლად მიჩნეულია ჰეინრიხ ჰიმლერის მარჯვენა ხელად წოდებული სს-ის ობერგრუპენფიურერი და პოლიციის გენერალი – რაინჰარდ ტრისტან ოიგენ ჰაიდრიხი (1904-1942 წლები).
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
დადასტურებული ფაქტია,რომ გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი,ვირტუოზი ინსტრუმენტალისტი და დირიჟორი - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (1756-1791 წლები) – ბილიარდის დიდი მოყვარული იყო და აზარტში შესულს არაერთხელ წაუგია საკმაოდ სოლიდური თანხები საბილიარდოებში.
ნიკიტა ხრუშჩოვის პასუხი ანონიმ დელეგატს…
როგორც ცნობილია,სტალინის გარდაცვალების შემდგომ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში მეტად ოდიოზური ფიგურა – ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971 წლები) მოვიდა.მისი მმართველობა სტალინის ხისტი და დაუნდობელი მმართველობისაგან განსხვავებით,ბევრად რბილი მეთოდებით გამოირჩეოდა:
უილიამ შექსპირი – “სონეტი LXI”
შენი ბრალია,რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს?
რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარმორეულები?
იცით თუ არა,რომ
1. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქმედი კანონის თანახმად,ქუჩის მუსიკოსებს თავიანთ მუსიკალურ რეპერტუარში მინიმუმ 20 სიმღერა უნდა გააჩნდეთ.
სტოუნჰენჯი – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1915 წელს გაყიდული იქნა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებული პრეისტორიული პერიოდის მეგალითური მონუმენტი – სტოუნჰენჯი.ეს უნიკალური ისტორიული კომპლექსი 6 600 გირვანქა-სტერლინგად (თანამედროვე კურსით – 777 000 ამერიკული დოლარი) შეიძინა დიდმა ბრიტანელმა მილიონერმა – სერ სესილ ჰერბერტ ედუარდ ჩაბიმ (1876-1934 წლები).
ვიოლინოს სიმები – “ეპიზოდი”
1750 წლისათვის – ვიოლინოს სიმების დასამზადებლად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იდეალურ მასალად მიჩნეული გახლდათ – ცხვრის გადამუშავებული ნაწლავები.პირველები,ვინც აღნიშნული მეთოდი გამოიგონა და გამოიყენა – იტალიელები იყვნენ.