Monthly Archives: სექტემბერი 2016

“დედა-სამშობლო გვიხმობს!” – (ეპიზოდი)

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის ივნისის ბოლოს საბჭოთა კავშირში ფართოდ იქნა გაცრცელებული დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი პროპაგანდისტული და აგიტაციური დატვირთვის მატარებელი პლაკატი,სახელწოდებით – “დედა-სამშობლო გვიხმობს!”

ალექსანდრე კუპრინი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი რუსი მწერალი და მთარგმნელი - ალექსანდრე კუპრინი (1870-1938 წლები) არა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენელთა მოტრფიალე,არამედ ალკოჰოლური სასმელების დიდი მოტრფიალეც გახლდათ.

ხალხური პოეზიიდან

ქალს სილამაზე ხილადა

ვთხოვე – არ დამაძლევინა,

რამდენიმე ფრაზა

1. “როცა უკლებლივ ყველა შეშლილია,არავინ არაა შეშლილი”.

ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,რომის იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ ერთგვარი საზეიმო-სამგლოვიარო ცერემონიალი,სახელწოდებით – “აპოთეოზი” იმართებოდა.თავის მხრივ,სიტყვა – აპოთეოზი ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “გაღმერთებას” აღნიშნავს.

ლევ ტოლსტოი წერდა…

“…წარმართულ სამყაროში შეიძლებოდა ყოფილიყო ქველი იმპერატორი – მარკუს ავრელიუსი,მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ სამყაროში თვით გარდასულ საუკუნეთა მბრძანებლები – ფრანგი ლუდოვიკოები თუ ნაპოლეონები,

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე წერდა…

“რა ვარ მე თვითონ? რა გამიკეთებია? მე გამოვიყენე ყველაფერი,რასაც ვხედავდი,ვისმენდი,ვაკვირდებოდი.ჩემი შრომები ათასობით სხვადასხვა ინდივიდით – უვიცებითა და ბრძენკაცებით,ჭკვიანებითა და ბრიყვებითაა ნასაზრდოები;

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ოფიციალური მონაცემების თანახმად,1881 – 1951 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში “ლინჩის წესით” გასამართლების 4 730 შემთხვევა დაფიქსირდა.ამ უსასტიკესი და არადამიანური მეთოდით დასჯილი იქნა 3 656 შავკანიანი და 1 074 თეთრკანიანი ადამიანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქვეყანაში “ლინჩის წესით” ხალხის დასჯას ათწლეულების განმავლობაში სრული გულგრილობით ეკიდებოდა აშშ-ის კონგრესი.თუმცა,როგორც ხდება ხოლმე,კონგრესმა დიდი ხნის დაგვიანებით,მაგრამ მაინც,ოფიციალურად მოიხადა ბოდიში თავისი უმოქმედობისა და გულგრილობის გამო.

მუმიფიცირების მეტად უჩვეულო მეთოდი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებულ კუნძულოვან სახელმწიფო – ფილიპინების რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე დიდი კუნძულის – ლუსონის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელი ინიბალოის ეთნიკური ჯგუფის ხალხი,რამდენიმე ასეული წლის წინ თავიანთ გარდაცვლილებს არც მიწას აბარებდნენ და არც კრემაციას უკეთებდნენ.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ისინი მიცვალებულებს – შებოლილი სახით უკეთებდნენ მუმიფიცირებას. 

ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”

გავრცელებული ვერსიის თანახმად,სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტის,ბატალური ჟანრის დიდოსტატი მხატვრისა და მეცენატის – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) წინაპრები XVIII საუკუნეში გადასახლდნენ დასავლეთ სომხეთიდან გალიციაში (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში).