Monthly Archives: სექტემბერი 2016
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასტროლებზე მყოფ ვირტუოზ იტალიელ მევიოლინეს – ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ავსტრიული ჟურნალ-გაზეთები სხვადასხვა უმძიმეს დანაშაულებებში სდებდნენ ბრალს.ერთ-ერთი ავსტრიული რელიგიური გაზეთი პროტესტის ნიშნად,მისი სახელისა და გვარის გამოქვეყნებასაც კი ერიდებოდა და მხოლოდ პაგანინის მიერ “ჩადენილი” ცოდვებით მიანიშნებდა მკითხველს თუ ვის ეძღვნებოდა გაზეთში გამოქვეყნებული სტატია.
რა სახიფათო ექსპერიმენტი ჩაიტარა საკუთარ ორგანიზმზე ალან ბლერმა?
ალან ბლერი (1900-1947 წლები) – წარმოადგენდა ალაბამას შტატის უნივერსიტეტის იმ ამერიკელ პროფესორს,რომელმაც სახელი გაითქვა იმით,რომ საკუთარ ორგანიზმზე ჩაატარა მეტად საშიში და სიცოცხლისათვის ძალიან სახიფათო ექსპერიმენტი,რათა დაედგინა როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე “შავ ქვრივად” წოდებული ყველაზე შხამიანი ობობის ნაკბენი.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1610 წლის აგვისტოს ნათელ ღამეს გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფიზიკოსმა და ფილოსოფოსმა – გალილეო გალილეიმ ფლორენციაში ტელესკოპი ცისკენ მიმართა და მის მიერ ცაზე შემჩნეული და პირველად აღმოჩენილი მოვლენა შემდეგი ლათინური ასოებით აღწერა: “Smaismrmilmepoetalevmibunenugttaviras”.მეცნიერები დაინტერესდნენ და ამ გამოცანის დაფარული აზრის გასაგებად შეუდგნენ ასოების აქეთ-იქით გადაადგილებას და სიტყვებად დაჯგუფებას.თუმცა გალილეოს აღნიშნული გამოცანა მაინც ვერავინ ამოხსნა.რამდენიმე მეცნიერმა ისიც კი განაცხადა,რომ “ვინც გამოცანა შეადგინა,მანვე აგვიხსნასო”.დაასახელეთ,რა დაინახა გალილეომ ცის ტატნობზე ტელესკოპით და რას გადმოგვცემდა მის მიერ ზემოაღნიშნული ლათინური სიტყვების არსი? – (ავტორი გენია.ჯი)
ვენეცია – “ეპიზოდი”
ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში განთავსებულ ულამაზეს ქალაქ ვენეციაში,აღორძინების ხანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,მანდილოსანზე მოძალადე მამაკაცს ადგილობრივი სამართალი სამი არჩევანის საშუალებას აძლევდა:
პიუს II – “ეპიზოდი”
რომის იტალიური წარმომავლობის მქონე პაპმა – პიუს II (1405-1464 წლები) ერისკაცობაში სახელი გაითქვა,როგორც შესანიშნავი ორატორული ნიჭით დაჯილდოვებულმა ჰუმანისტმა.
ამონარიდი ნათანიელ ჰოთორნის მოთხრობიდან – “ედუარდ ფეინის ვარდის კოკორი”
“ალბათ არ არსებობს წარმოსახვისათვის უფრო რთული ამოცანა,ვიდრე ხანში შესული სევდიანი ადამიანის ფიგურის ცქერისას,აზრობრივად აღადგინო ამ ადამიანის სიჭაბუკე და ისე,რომ არ დაივიწყო სახის ფორმა და ნაკვთები,აღადგინო ის მიმზიდველი თვისებები,რაც დრომ წაიღო.
ვახტანგ ჭელიძე წერდა…
“შეცდომა ადამიანურია და მისგან არავინ არ არის დაზღვეული.მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც.როცა საქმე მაღალ ადამიანურ ღირსებას ეხება,როცა საქმე შენივე ქვეყნის ბედ-იღბალს ეხება და ხალხის სისხლის ფასად ჯდება,
ერთი შოტლანდიური ლეგენდა
შოტლანდიას გაუთავებელი ბრძოლები ჰქონდა თავის არაკეთილად განწყობილ მეზობელთან.დიდხანს გრძელდებოდა ეს ბრძოლები.ინგლისს მტკიცედ გადაეწყვიტა ჩრდილოეთით მოსაზღვრე მეზობლების გადაყლაპვა.ეტყობა,მუდამ ასეთი იყო მცირერიცხოვანი ხალხის ბედი,რომელსაც დაპყრობის ჟინით აგზნებული უფრო დიდი ქვეყანა ესაზღვრება.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“ბევრს ვიცნობ ისეთს,რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას,რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე”. – თედორე დოსტოევსკი (ორეული)
არაპროფესიონალი მხატვრების შესახებ…
ერთ-ერთი ულამაზესი ხელოვნების – ხატვის ნიჭითა და სიყვარულით არა მხოლოდ პროფესიონალი მხავრები იყვნენ და არიან დაჯილდოვებულნი,არამედ სახვითი ხელოვნების ნიჭით გამოირჩევიან და გამოირჩეოდნენ ისეთი პროფესიის ადამიანებიც,როგორებიც გახლავან – მეცნიერები,პოლიტიკოსები,მუსიკოსები,მწერლები,პოეტები,მსახიობები და სხვა.