Monthly Archives: სექტემბერი 2016

რა განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ იოზეფ გებელსის უტიფარი განცხადების საპასუხოდ?

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა და განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრმა – იოზეფ გებელსმა იოსებ სტალინისა და მისი წარმომავლობის შესახებ მეტად უტიფარი სახის განცხადება გააკეთა: “ისეთ ქვეყანას,რომელსაც “ველური ტომის” შვილი წინამძღოლობს,არაფერი მოეთხოვებაო”.

რატომ მიიჩნევა ჩინეთში ყველაზე პოპულარულ სიგარეტად – “პანდა”?

როგორც ცნობილია,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არც ერთი მარკის სიგარეტის კოლოფზე მითითებული არ გახლავთ რაიმე სახის გამაფრთხილებელი წარწერა ან სურათი ნიკოტინის მავნებელი თვისებების შესახებ.მიუხედავად იმისა,რომ ამ უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის სიგარეტის შეძენა თავისუფლად არის მომხმარებლისათვის შესაძლებელი,

რა ერქვა სინამდვილეში პითაგორა სამოსელის დედას?

საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მისტიკოსის – პითაგორა სამოსელის (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) დედას,სახელად – პითაიდასი ერქვა.თუმცა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,პითაიდასს აღნიშნული სახელი არა მისმა მშობლებმა,არამედ პითაგორას მამამ,ანუ მისივე მეუღლემ – მნესარხმა დაარქვა.

მეფის რუსეთში არსებული პროსტიტუციის შესახებ…

მეფის რუსეთში ორი ფორმის პროსტიტუცია იყო გავრცელებული: ოფიციალურად აღიარებული,ანუ ლეგალური და საიდუმლო,ანუ არალეგალური (იატაქვეშა).პირველ მათგანს სახელმწიფო აკონტროლებდა და საკმაოდ კარგ შემოსვალსაც იღებდა.აი,მეორე მათგანს კი “თვითშემოქმედებითი” ხასიათი ჰქონდა და შესაბამისად,სახელწმიფო მისგან ვერანაირ ხეირს ვერ ნახულობდა.საყურადღებოა ისიც,რომ ლეგალურ “სიყვარულის სახლებში” (საროსკიპოებში) “დასაქმებულებს” ბევრად სჭარბობდა არალეგალურად მოქმედი მეძავები.ამიტომ მეფის რუსეთში ბევრად უფრო წარმატებით ფუნქციონირებდა ეგრეთ წოდებული – “სიყვარულის შავი ბაზარი”,სადაც ლეგალურად მოქმედი “სიყვარულის სახლებისაგან” განსხვავებით,გაცილებით მცირე საფასური იყო გადასახდელი.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,გერმანელი ფაშისტების მიერ პოლონეთის ოკუპაციამდე პერიოდში (1939 წელი),პოლონეთის უმაღლესი ხელისუფლება ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ – საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა,ხოლო გერმანელ ფაშისტებთან კი უპირატესობას მოლაპარაკების გამართავს ანიჭებდა.იმ პერიოდში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოადგენდა – იუზეფ ბეკი (1894-1944 წლები),რომელმაც აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “თუკი პოლონეთის ოკუპაციას გერმანელები მოახდენენ,ჩვენ დავკარგავთ ………,ხოლო თუკი პოლონეთს ხელში ჩაიგდებს საბჭოთა კავშირი,მაშინ ჩვენ დავკარგავთ …..”.დაასახელეთ,რის დაკარგვას გულისხმობდა იუზეფ ბეკი ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში?

ნატო ვაჩნაძის მშობლების შესახებ…

როგორც ცნობილია,ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ქართველი კინომსახიობის - ნატო ვაჩნაძის (1904-1953 წლები) მამა – გიორგი ანდრონიკაშვილი პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს და ყაჩაღად გავარდნილი – ზელიმ-ხანის დაკავება დაავალეს.

პატარა ლეგენდა “ახტალის ტალახის” შესახებ…

გურჯაანში განთავსებული სახელგანთქმული ტალახით სამკურნალო კურორტის – ახტალას შესახებ ერთი პატარა ლეგენდა არსებობს,რომელიც დაკავშირებულია იმასთან,თუ როგორ წარმოიშვა ერთ დროს მდელოებით მოფენილ ახტალაში ესოდენ უნიკალური სამკურნალო თვისებებით ცნობილი ტალახი.

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი სიმბოლო – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,წყნარი ოკეანის რეგიონში განთავსებული აშშ-ის ერთ-ერთი შტატი – კალიფორნია, 2008 წლის მონაცემების თანახმად ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატია.აღნიშნული შტატის დროშაზე,რომელიც 1911 წლის 3 თებერვალს იქნა დამტკიცებული,გამოსახულია მურა დათვის უზარმაზარი ქვესახეობა – გრიზლი,რომელიც თავის მხრივ,კალიფორნიის რესპუბლიკად წოდებული ამერიკული შტატის ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს.

იცით თუ არა,რომ

1. დომინიკის თანამეგობრობა ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე,რომლის დროშაზეც ქრისტიანთა წმინდა წიგნი – “ბიბლიაა” გამოსახული.აღნიშნულის გამო რომის პაპმა დომინიკის თანამეგბრობა მსოფლიოში ყველაზე კათოლიკურ ქვეყნად აღიარა.

ზურაბ კუხიანიძე – “მინდვრად დავიჭერ პეპელას”

მინდვრად დავიჭერ პეპელას,

თუ გამოდგება მარაოდ,