Monthly Archives: სექტემბერი 2016

ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი უტოპიური კანონი…

კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში,სადაც ცისფერი და ლურჯი ფერის ჯინსები ოფიციალურად არის აკრძალული,რადგან იგი ამერიკულ იმპერიალიზმთან ასოცირდება,თუმცა ასევე ოფიციალურადვე არის დაშვებული მარიხუანას მოხმარება,გასაცოდავებულ ჩრდილო კორეელ ხალხს არა მხოლოდ საკუთარ სახლებში,არამედ საჯარო დაწესებულებებშიც უცილობლად მუდმივად უნდა ჰქონდეთ ჩართული რადიო.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ვინც ცხოვრების გარემოებათა თავის სასარგებლოდ გამოყენება იცის, ფრანგულად – პოლიტიკოსი ჰქვია. საფრანგეთის მეფემ, ლუი მეთერთმეტემ იცოდა, თუ საჭირო იყო, მყრალ გლეხსაც ეწვეოდა სტუმრად და დიდებულ დუკას ან გრაფს არ დაინდობდა და თავს მოაჭრიდა. უფრო პოლიტიკით იყო ძლიერი, ვიდრე ბრძოლით, უფრო მელია იყო, ვიდრე ლომი, აიკლო მტრები და გააძლიერა თავისი ქვეყანა”… -  ალექსეი ტოლსტოი (პეტრე პირველი)

ადოლფ უილიამ ბუგერო – “პირველი გლოვა”

“პირველი გლოვა” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრისა და XIX საუკუნის აკადემიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის - ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით დახატულ რელიგიური სიუჟეტის შემცველ დიდებულ სურათს.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ თავის ერთ-ერთ საყვარელს – გრიგოლ ორლოვს მარმარილოს ძვირფასი სასახლე აუგო,რომლის ფრონტონზეც (შენობის ფასადი) ოსტატებს წარწერა გააკეთებინა.დაასახელეთ,რა წარწერა გააკეთებინა ეკატერინემ ოსტატებს თავისი “ფავორიტის” სასახლის ფასადზე?

“ბირთვული ჩემოდანი”

“ბირთვული ჩემოდანი” – წარმოადგენს სპეციალურ ჩემოდანს,რომელშიც განთავსებული მოწყობილობები და ინფორმაცია უზრუნველყოფს ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის მეთაურის უსწრაფეს შესაძლებლობას გასცეს ავადსახსენებელი ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება.

“კოვბოების ღირსების კოდექსი”-ს შესახებ…

რქოსანი საქონლის ცხენზე ამხედრებულ მწყემსებს ველურ დასავლეთში,ნამდვილ - კოვბოებს,პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო ფილმ-ვესტერნებში ნაჩვენებ კოვბოებთან.როგორც ცნობილია,კოვბოები საკმაოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ და უმეტეს შემთხვევაში სხვათა მიერ გახლდნენ დაქირავებულნი რანჩოებზე,რათა დამქირავებელთა საქონელი ემწყემსათ.

პატიმრობაში აყვანილი ბენგალური ფიკუსი

სამხრეთ-დასავლეთ აზიაში განთავსებულ – პაკისტანის ისლამურ სახელმწიფოში მდებარე პატარა სამხედრო ქალაქ ლანდი-კოტალში მეტად უჩვეულო ბენგალური ფიკუსის ხე ხარობს.

როგორ სჯიდნენ 1500-იან წლებში ინგლისში უმუშევრებს?

XX საუკუნის საბჭოთა კავშირში მოქმედი კანონდებლობის მსგავსად, 1500-იან წლების ინგლისშიც დაუსაქმებელ ადამიანებს კანონის ძალით სჯიდნენ.”ნისლიანი ალბიონის” უმაღლესი ხელისუფლება უმუშევარ თანამემამულეებს მეორე ხარისხოვან ადამიანებად თვლიდა და იმ შემთხვევაში,

როგორ მმართველს მიიჩნევდა ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად ჟან ბოდენი?

გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკოსი,ჰუმანისტი,ფილოსოფოსი და პარლამენტარი - ჟან ბოდენი (1529-1596 წლები),რომელიც ერთ-ერთი შემმუშავებელი გახლდათ “სახელმწიფო სუვერენიტეტის” თეორიისა,ქვეყნისა და ხალხისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი მმართველის შესახებ წერდა:

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

მას შემდეგ,რაც დიდი ფრანგი მწერალი – ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალი,დაინტერესდა თუ როგორი წარმატება ხვდა წილად თავის ერთ-ერთ ნაწარმოებს,გამომცემლისაგან შემდეგი პასუხი მოისმინა: “შეგიძლია წმინდა წიგნი უწოდო კაცმა,რადგან ძეხორციელი ვერა ბედავს მის ხელის ხლებას” (ცნობისათვის,რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული ნაწარმოების სულ რაღაც – 27 ეგზემპლარი გაიყიდა).დაასახელეთ,სტენდალის რომელი ნაწარმოების შესახებ გასცა ავტორს ასეთი ცინიკური პასუხი გამომცემელმა?!