Monthly Archives: ივლისი 2017

ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟის უკანასკნელი სიტყვა

ცნობილია,რომ 77 წლის ასაკში მყოფი იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,ასტრონომისა და მექანიკოსის - ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟის (1736-1813 წლები) გარდაცვალების მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა მისი უერთგულესი მეგობარი,დიდი ფრანგი მათემატიკოსი და გეომეტრი – გასპარ მონჟი,

ლუი XVIII დე ბურბონის მოკლე დახასიათება

ასაკში შესული საფრანგეთის მეფე - ლუი XVIII დე ბურბონი (1755-1824 წლები) ძლივს დაყანყალებდა; სუსტი ფეხები გაჭირვებით დაათრევდნენ მის ზონზროხა ტანს.

იცით თუ არა,რომ

1. ქრისტიანთა მასობრივი დევნა რომის იმპერიაში 303 წლის 23 თებერვალს,საზღვრის ღმერთის – ტერმინუსის სადიდებელი დღესასწაულის დღეს დაიწყო.

პოლ სეზანის „ბედის ირონია”

მსგავსად დიდ მხატვართა (და არა მარტო დიდ მხატვართა) უმრავლოსებისა,განგების უბირი და უსამართლო განჩინება პოსტიმპრესიონიზმის გენიალური ფრანგი წარმომადგენლის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები) ხვედრიც ყოფილა,რადგან მთელ მის პირად და შემოქმედებით ცხოვრებასაც მუდამ თან სდევდა „ბედის ირონია”.

რა უცნაურმა მიზეზმა ჩაუყარა საფუძველი „ალბათობის თეორიას”

ჩვენ არ ვიცით,სინამდვილეა თუ ლეგენდა, – მართლა ხიდან მწიფე ვაშლის ჩამოვარდნა გახდა თუ არა საბაბი „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” აღმოჩენისა, მაგრამ რაც შეეხება მათემატკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს – „ალბათობის თეორიას”, აქ უკვე დაბეჯიდებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი აღმოჩენა სრულიად „შემთხვევითი” მოვლენისგან იღებს დასაბამს, რომელსაც ერთის შეხედვით, თითქოს საერთო არაფერი საერთო არ უნდა ჰქონოდა მათემატიკასთან.

XVII საუკუნის საფრანგეთის მოკლე დახასიათება

XVII საუკუნის საფრანგეთი – ევროპის უძლიერესი სახელმწიფო, მსოფლიო კულტურის აღიარებული ცენტრი: თავისი სახელგანთქმული მწერლებით – პიერ კორნელი, ჟან რასინი, ჟან-ბატისტ მოლიერი, ჟან ლაფონტენი, ნიკოლა ბუალო-დეპრესო, შარლ პერო;

Genia.Ge-ს დღის ციტატა…

„სამყაროს მბრძანებელი საზოგადოებრივი აზრი კი არ არის,არამედ ძალა. – კი მაგრამ,განა სწორედ საზოგადოებრივი აზრი არ არის ძალა? – არა,ის ძალის ნაშიერია”.

ბაჩანა ბრეგვაძე – „ბლეზ პასკალი”

თორმეტი წლის ასაკში,„რგოლებისა” და „ჯოხების” თამაშით ხელახლა აღმოაჩინა გეომეტრია; თექვსმეტი წლისამ დაწერა დიდებული მეცნიერული ტრაქტატი კონუსური კვეთის შესახებ,რომლის ბადალიც ანტიკური ხანის შემდეგ იშვიათად თუ შეუქმნია კაცის გენიას;

რა დაუვიწყარი სიტყვები მიუძღვნა გოეთემ „სტრასბურის საკათედრო ტაძარს?”

სტრასბურგში ჩასულმა და სასტუმრო „Zum Gist”-ში დაბინავებულმა გენიალურმა გერმანელმა პოეტმა,ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ (1749-1832 წლები) იმავე დღეს მოინახულა გოთიკის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქმნილება – „სტრასბურის საკათედრო ტაძარი”,რომელიც თავის დროზე,გერმანელი არქიტექტორების მიერ იქნა აგებული.

ჩეზარე კრემონინი – „ეპიზოდი”

გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – არისტოტელეს ავტორიტეტი მისი გარდაცვალებიდან საუკუნეების გასვლის შემდგომაც კი იმდენად დიდი გახლდათ,რომ მეცნიერთა მტკიცებით,ხშირად უშლიდა იგი ხელს მეცნიერების განვითარებას.