Monthly Archives: ივლისი 2017

ბარტელ ტორვალდსენი & ჯორჯ ბაირონი

გვიანი კლასიციზმის გენიალური დანიელი მხატვარი და სკულპტორი - ბატრელ ტორვალდსენი (1770-1844 წლები) მეგობრების წრეში ხშირად იხსენებდა ჯორჯ გორდონ ბაირონთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას:

ფლავიუს ვალენტინიანე I – „ეპიზოდი”

მაშინ,როდესაც რომის იმპერიის მთავარი მოსამართლის ფუნქციას გერმანული წარმომავლობის მქონე მხეცური სისასტიკით განთქმული გოთი – მაქსიმიანე ასრულებდა,იმპერიას სათავეში ედგა არანაკლები სისასტიკით გამორჩეული იმპერატორი - ფლავიუს ვალენტინიანე I (321-375 წლები).

კონსტანტინე I დიდის შესახებ…

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოციქულთასწორად შერაცხილი რომის იმპერიის ერთმმართველი მბრძანებელი – კონსტანტინე I დიდი (272-337 წლები) ფრთხილი და უაღრესად ანგარიშიანი პოლიტიკოსი იყო.

„დამაკვირდი”

1. „ყოველი ქალი,რომელიც დათანხმდება ზნედაცემულ მამაკაცთან ნაცნობობას,მისი მსხვერპლი ხდება.ყოველი დედა,რომელიც უფლებას აძლევს თავის ქალიშვილს მეტი ნდობა გამოუცხადოს რომელიმე სხვა ქალს,ვიდრე თვითონ მას,უკეთეს შემთხვევაში,გაუფრთხილებელ ნაბიჯს დგამს”.

რომენ როლანი – „ეპიზოდი”

გერმანელ ნაცისტთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციამ უკიდურესად აღაშფოთა სახელოვანი ფრანგი მწერალი და გულმხურვალე მამულიშვილი - რომენ როლანი (1866-1944 წლები).

მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”

1922 წლის 18 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აღესრულა მოდერნიზმის მამამთავრად წოდებული დიდი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი - ვალენტენ ლუი ჟორჟ ეჟენ მარსელ პრუსტი.

პიერ შოდერლო დე ლაკლო – „ეპიზოდი”

„ქმარი,რომელმაც საყვარელთან შეუსწრო ცოლს,ნაზად მიმართავს მას:

ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ…

„ვერავინ აღწერს ცხოვრებას თვითონ მასზე უკეთ. მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი ნაღდი ცხოვრება მხოლოდ მისთვის არის ცნობილი, მაგრამ აღწერისას მალავს მას: ცხოვრების დახატვით თვითგამართლებას ეწევა და საკუთარ თავს გვაჩვენებს ისეთად, როგორიც თვითონ სურდა ყოფილიყო და არა, როგორიც სინამდვილეშია.

ვოლტერის შესახებ…

გენიალური ფრანგი მწერალი,ფილოსოფოსი და განმანათლებელი – ფრასუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,თვრამეტი წლის ასაკში ვარაუდობდა,რომ – უდიდეს ტრაგიკოსად გაიხსენებდნენ,ოცდაათისას სწამდა,რომ მას,როგორც დიდ ისტორიკოსს,ისე მოიგონებდნენ,ხოლო ორმოცი წლის ასაკში დაასკვნა,რომ – დიდ ეპიკოს პოეტს უწოდებდნენ.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა & ლოპე დე ვეგა

ესპანური ლიტერატურის ორ ტიტანს – მიგელ დე სერვანტეს საავედრასა და ლოპე დე ვეგას შორის,ისევე როგორც სხვა მრავალ ცნობილ ტიტანს შორის,მეტად დაძაბული და თუ შეიძლება ითქვას,მტრული ურთიერთობაც კი სუფევდა.