Monthly Archives: ოქტომბერი 2017

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

პრუსიის სახელოვანი მეფის – ფრიდრიხ II დიდის ბიოგრაფიის დეტალურად გაცნობის შედეგად ვრწმუნდებით,რომ გერმანელი მონარქი ადამიანის „ოთხფეხა მეგობრებზე” – ძაღლებზე ფანატიკურად შეყვარებული პიროვნება იყო.

ლუი XV დე ბურბონი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XV დე ბურბონი (1710-1774 წლები) ქალთა სქესის წარმომადგენლების მოტრფიალე მონარქი იყო.ცნობილია ისიც,რომ იგი უზარმაზარ თანხებს ახარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავის მრავალრიცხოვან საყვარლებს.

ნკოსი ჯონსონი – „ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”

„ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”, – ასე მოიხსენიებენ დღემდე სამხრეთ აფრიკელ ბავშვს,სახელად – ნკოსი ჯონსონს,რომელიც დაბადებიდანვე შიდსის საშინელი ვირუსით იყო დაავადებული.

პოლიტიკური შპიონაჟი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდ პოლიტიკაში ოპონენტების საწინააღმდეგოდ შპიონაჟის პრაქტიკის გამოყენების გარეშე წარმატების მიღწევა ყოვლად შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენს.საპრეზიდენტო არჩევნებზე,სადაც ქვეყნის მომავალ ხელისუფალს ირჩევენ,ზემოაღნიშნული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ისტორიაში.

ელისაბედ I ტიუდორი – „ეპიზოდი”

„უმჯობესია მარტოხელა ღატაკი ვიყო,ვიდრე ქმრიანი დედოფალიო”, – ასე განუცხადა ინგლისისა და ირლანდიის „ქალწულ-დედოფლად” წოდებულმა – ელისაბედ I ტიუდორმა (1533-1603 წლები) თავის მეგობარსა და მომავალ ფავორიტ მამაკაცს – რობერტს დადლის.

„დამაკვირდი”

1. „ერთიანობის განცდა განსაკუთრებით ძლიერია ადამიანთა იმ ჯგუფში,რომელსაც სხვებზე ხშირად ესხმიან თავს”. – იურეკ ბეკერი

ვინ იყო იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე?

იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ (1737-1772 წლები) სამედიცინო და ზოგადად რომ ვთქვათ,კარიერული აღმოავლობის გზაზე,პირველად ფეხი  1768 წელს შედგა.გერმანულ ქალაქ ჰაალეში დაბადებულ ახალგაზრდა ექიმს დანიისა და ნორვეგიის მეფესთან – კრისტიან VII-სთან ერთად მოუხდა მოგზაურობა საზღვარგარეთ.

ძლევამოსილი მონღოლთა არმია – „ეპიზოდი”

თავისი ზეობის მწვერვალზე მყოფ მონღოლთა იმპერიის უმკაცრეს დისციპლინას დაქვემდებარებულ ძლევამოსილ არმიაში,შიდაგანაწესის მცირეოდენი დაღვევაც კი სასტიკად ისჯებოდა.თუმცა აქვე შევნიშნავ,რომ მონღოლი მებრძოლისათვის არმიაში დამკვიდრებული შიდაგანაწესის დარღვევა ისედაც სირცხვილთან იყო ასოცირებული და შესაბამისად,ასეთი ფაქტები არც კი ფიქსირდებოდა.

იცით თუ არა,რომ

1. 1167 წელს ინგლისის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ინგლისის მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ პარიზში სწავლა.აღნიშნულმა ბრძანებულებამ თავის მხრივ,სორბონის უნივერსიტეტიდან ინგლისელი სტუდენტების ოქსფორდის უნივერსიტეტში მასობრივი გადინება გამოიწვია.

ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის ნოველიდან – „ადგილი მზის ქვეშ”

„ცხოვრება წკმუტუნა ლეკვივით გეთამაშება,სანამ ავ ნაგაზებს მოგიქსევდეს”.