Monthly Archives: იანვარი 2018
გიორგი სააკაძე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად,ირანელთა სამსახურში ჩამდგარი სახელოვანი ქართველი მხედართმთავრისათვის – გიორგი სააკაძისათვის (1580-1629 წლები) ირანის შაჰსა და საქართველოს დაუძინებელ მტერს აბას I-ს უკითხავს,რა იარაღი სჯობია ბრძოლაშიო,
ფარაონების შესახებ…
ფარაონების ღვთაებრიობის რწმენიდან გამომდინარე,ეგვიპტელები მათდამი განსაკუთრებულ მოწიწებას გრძნობდნენ.ფარაონების წინაშე,რომელნიც ამ ქვეყნად ცხოვრების პერიოდშივე ღმერთებად იყვნენ შერაცხილნი,უძველესი და უდიდესი ისტორიის მკვიდრნი შიშით ცახცახებდნენ.
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის ჟამს…
რომის იმპერიის დამაარსებლისა და მისი პირველი იმპერატორის - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის წლებში (ძვ.წ.აღ-ით 27 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) ამ უზარმაზარი იმპერიის მოსახლეობა 75 მილიონ კაცს ითვლიდა.
ასურბანიფალის შესახებ…
ძველი აღმოსავლეთის დესპოტ მეფეთა შორის ყველაზე განათლებულ და სასტიკ მონარქად ცნობილ ასურეთის ლეგენდარულ მეფეში – ასურბანიფალში (ძვ.წ.აღ-ით 669-633 წლები) განსაკუთრებული დოზით ღვიოდა განდიდების მანია.
ილია ჭავჭავაძე – „ეპიზოდი”
1907 წელს მეგობრის – ნიკო ხიზანიშვილის პანაშვიდზე ილია ჭავჭავაძე დღის პირველ საათზე მივიდა.იგი უღონოდ გამოიყურებოდა.ერთხანს ფიქრმორეული დაჰყურებდა საყვარელი მეგობრის ნეშტს,შემდეგ ჭირისუფლებს მიუსამძიმრა და უმალვე ეკლესიის ეზოში გავიდა.
რა მიჰქონდა თან ომში მიმავალ კართაგენის არმიას?
ომების წარმოების გზით,სხვა ნადავლის მოპოვებასთან ერთად,ტყვეების ხელში ჩაგდება და მათი მონებად ქცევა იმდენად არსებით მოვლენას წარმოადგენდა ადრეულ საუკუნეებში,რომ ჯერ კიდევ ომის დაწყების წინ შემტევი არმიები მომავალი ტყვეებისათვის (მონებისთვის) წინასწარვე იჭერდნენ გარკვეული სახის თადარიგს.
ფრანსუა I ვალუა – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამ ესპანელ,პორტუგალიელ,ინგლისელ და ფრანგ მონარქებში ახლად აღმოჩენილი ტერიტორიების განაწილებაზე დიდი დავა წარმოშვა.
პლინიუს უფროსი წერდა…
„უკლებლივ ყველასათვის – უკანასკნელი დღის შემდეგ იგივე მდგომარეობა იქმნება,რაც დაბადების პირველ დღემდე იყო.
მეჰმედ II დამპყრობელი – „ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერიის დამსამარებელი და მისი სატახტო ქალაქის – კონსტანტინოპოლის შემმუსვრელი ოსმალეთის იმპერიის მეშვიდე სულთანი – მეჰმედ II დამპყრობელი (1432-1481 წლები),რომლის უშუალო ბრძანებითაც ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის – კონსტანტინე XI-ეს მოკვეთილი თავი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეკიდა სტამბოლად ქცეული კონსტანტინოპოლის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე,