Monthly Archives: დეკემბერი 2018

იდი ამინ ადა – „ეპიზოდი”

„ყველაზე სახელგანთქმული მსოფლიო ლიდერი”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმის ფუძემდებელი, კანიბალიზმში ბრალდებული უგანდის „მუდმივი პრეზიდენტი” – იდი ამინ ადა (1928-2003 წლები).

ამონარიდი მარიო ვარგას ლიოსას რომანიდან – „ვაცის ნადიმი”

„ – გაგიკვირდება, რასაც ახლა გეტყვი, ჭკუის კოლოფო, – წამოიძახა მანუელ ალფონსომ დრამატულად, – როდესაც ლამაზ ქალს, მეფურ მდედრს ვხედავ, ისეთს, გონებას რომ გიმღვრევს, საკუთარ თავზე კი არა, უფროსზე ვფიქრობ.

სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”

როგორც ბიოგრაფები ირწმუნებიან, XXI საუკუნეში სიკვდილით დასჯილმა პირველმა სახელმწიფოს მეთაურმა, ერაყის რესპუბლიკის დიქტატორმა პრეზიდენტმა - სადამ ჰუსეინმა (1937-2006 წლები) პირადულად პირველი სერიოზული ტრაგიკული დარტყმა – 15 წლის ასაკში მიიღო.

იცით თუ არა, რომ?!

1. გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ოგიუსტ როდენის მრავალრიცხოვანი საყვარლების შესახებ ლეგენდები დადიოდა პარიზში. ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, ხელოვანი სექსუალური მანიაკია და საკუთარი სახელოსნო ჰარემად აქვს გადაქცეულიო.

ჯოაკინო როსინი – „ეპიზოდი”

ფენომენალური მახსოვრობის გასაოცარი უნარით თავის დროზე გამოირჩეოდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – ნაპოლეონ ბონაპარტი, თეოდორ რუზველტი (რომელმაც ერთ-ერთ ნაცნობთან იმ შეწყვეტილ თემაზე განაგრძო საუბარი, რომელიც მათი 15 წლისწინანდელი უკანასკნელი შეხვედრის დროს რაღაც მიზეზის გამო შეწყდა),

გი დე მოპასანი წერდა…

„მონტე-კარლოში, მოყოლებული კანიდან, სადაც პატივმოყვარეობა ბატონობს, ვიდრე მონაკომდე, სადაც ბატონობს რულეტის თამაში, მხოლოდ იმისთვის ჩამოდიან, რომ ერთმანეთს თვალში ნაცარი შეაყარონ ანდა გაკოტრდნენ”.

გრიგოლ ჩიქოვანი წერდა…

„ამქვეყნად ყველაფერი ადამიანს მოაქვს და მიაქვს – სიკეთეც და სიავეც”.

ნიკოლოზ პრჟევალსკი – „ეპიზოდი”

სახელგანთქმული რუსი ნატურალისტი და მოგზაური – ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888 წლები) პატარაობიდანვე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მას თავისი მაფრველი ანგელოზი იცავდა.

მადამ დე პომპადური – „ეპიზოდი”

„მან დაამტკიცა, რომ ლამაზმანებს გარდა მომხიბლავი გარეგნობისა, შესაძლოა ჰქონდეთ შესაშური გონიერებაცო”, – ამბობდნენ ხალხში საფრანგეთის მეფის – ლუი XV დე ბურბონის უმშვენიერესი საყვარელი ქალის - მადამ დე პომპადურის (1721-1764 წლები) შესახებ.

გი დე მოპასანის მიერ მშვენიერი მეზობელი ქალის მარაოზე წაწერილი ლექსი…

ეგე მარაო შვენის თქვენს ხელებს,

თქვენს ნატიფ თითებს – დიახ, აგრეა,