Monthly Archives: ოქტომბერი 2020
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერალი და ეთნოგრაფი – ვლადიმერ დალი – „რუსული ენის დიდი განმარტებითი ლექსიკონი”-ს შედგენაზე მთელი 53 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ლევან გოთუა წერდა…
„ჩემი ქვეყნის ენა – ამეტყველებული სულია ჩემი ერისა და ბუნებისა! ბუნებრივიც არის, რომ დედაენაზე დიდსაფაქიზოს უფრო ვგრძნობ და განვიცდი!”
ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „გაფანტული სიცოცხლე”
„ – პატიოსნება… სულელებისათვის დაუწერიათ ბრძენებს. რისი პატიოსნება, ვის უნდა მაგ სისულელე!.. რისი მაქნისია მაგ – ვერც გაყიდი, ვერც შეჭამ! პატიოსნება რომ კაი იყოს, ჩვენს პოლიტიკოსებს ვინ წაართმევდა იმას.
მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
„იმისათვის, რომ ნიჭმა შექმნას, უნდა შიმშილობდეს”. – ასეთ მოარულ თეზისს არად დაგიდევდნენ აღორძინების ხანის ფლორენციელი ხელოვანები. ამიტომაც იყო მათი უდიდესი უმრავლესობა – მდიდარი.
ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მაკიზარებთან”
„შეიძლება, ათასი დარიგება და ანდაზა ცალ-ცალკე სწორი და სასარგებლო იყოს, მაგრამ ერთად აღებული, ურთიერთ საწინააღმდეგო ქაოსად გადაიქცეოდა”.
კოსმოსური პროგრამა „აპოლო” – (ეპიზოდი)
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ – „NASA”-მ, 1960-იან წლებში აწარმოა კოსმოსური პროგრამა „აპოლო”,
ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”
„ადრე დამწიფებული არასოდეს ყოფილა ბოლომდე დამწიფებული!”
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ქვეყანაზე გულცარიელი ადამიანები უფრო მეტნი ყოფილან, ვიდრე თავცარიელები! თავს კიდევ ამოავსებს კაცი ნასესხები სიბრძნით, სხვისი პრინციპებით, გაზეპირებული სიტყვებით, ვაი-უით ჩანერგილი ჩვევებით, მაგრამ ცარიელ გულს რა ეშველება?!”
ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ძალა-უფლება დიდი საცდური რამ არი. თუ ძალა-უფლება გაქვს, ყველაფერი ხარ. იტყვი: ეს ნეზვი კი არა, ფაშატიაო და მაშინვე ზოგი ნალ-ყაირს მოარბენინებს, ზოგი ლაგამ-უნაგირს და ზოგიც ჯაგარზე დაუსვამს ხელს: „აუ, რა ფაფარი აქვსო”. – აი, ეგეთია ძალა-უფლება”.
ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „ივერია”
„სამშობლო ჩვენი, სრულიად საქართველო, ისეთი მგრძნობიარე ქვეყანა არის, რომ ერთი ადამიანის შემომატებასაც გრძნობს და დაკლებასაც, ანუ – დაბადებასაც და გარდაცვალებასაც, იგრძნობს იგი ქვეყნის ყველა კუთხეში, იგრძნობს თავისით, ამბის მიუტანლად!”