ჯოდი ფოსტერის ნააზრევი…

1. რელიგია – ის მეცნიერებაა,რომელიც აუცილებლად უნდა შეისწავლოს ყველა ადამიანმა,იმისათვის,რომ ზუსტად დაადგინოს მიზეზები,თუ რატომ მიმდინარეობს დედამიწაზე ომები.

“ტროგლოდიტი”

“ტროგლოდიტი” - ძველბერძნულ ენაზე აღნიშნავს “გამოქვაბულში მაცხოვრებელს”.იგი გახლავთ ანთროპოლოგიური ტერმინი,რომლითაც მოიხსენიებენ იმ პირველყოფილ ადამიანებს,რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ.

ანტონ დომინიკ ფერნკორნი

ანტონ დომინიკ ფერნკორნი - დაიბადა 1813 წლის 17 მარტს ერფურტში (ტიურინგის ადმინისტრაციული ცენტრი – ფედერალური მიწები გერმანიისა,რომლესაც მოიხსენიებენ,როგორც “გერმანიის მწვანე გული”).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ავსტრიელი მოქანდაკე და ხელოვანი,რომელმაც სწავლა მიუნხენში ლუდვიგ მიხაელ შვანტალერთან დაიწყო.

ლეონარდ ჯეიმზ კალაგენის ბიოგრაფიიდან…

დიდი ბრიტანეთის რიგით 71-ე პრემიერ-მინისტრი (1976-1979 წლებში) და ლეიბორისტური პარტიის ყოფილი ლიდერი - ლეონარდ ჯეიმზ კალაგენი (1912-2005 წლები),რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ბარონი კალაგენ კარდიფელი”,მომხრე გახლდათ დიდი ბრიტანეთი ეხილა “ევროპული ეკონომიკური გაერთიანების”,იგივე EEC-ის სრულფასოვან წევრად

“სუპერმარკეტის” დაარსების ისტორიიდან…

პირველი პრინციპი თვითმომსახურებისა მაღაზიებში,დანერგილ იქნა კალიფორნიაში (ამერიკა) 1912 წელს.მაშინ,როდესაც ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა მაღაზიებმა “ალფა ბეტა ფუდ-მარკეტმა” და “უორდ გროსეტარიამ” (მდებარეობდნენ ოუშენ პარკში),იმის გამო,რომ დაეზოგათ თანხები მომსახურე პერსონალისა,გადაწყვიტეს შეეცვალათ მომსახურების სისტემა მარკეტებში და მომხმარებელს თავად აერჩია ნებისმიერი პროდუქტი,რომლის საფასურსაც მარკეტების თავში განლაგებულ სალროებში გადაიხდიდნენ. (ავტორი გენია.ჯი)

“უძველესი ქრისტიანული ეკლესია”

კითხვა იმაზე თუ როდის დაარსდა პირველი ქრისტიანული ეკლესია,დღემდე დავის საგნად არის ქცეული.ახალ აღმოჩენებს რომელსაც არქეოლოგები და მეცნიერები აკეთებენ,თანდათან უფრო გვარწმუნებს იმაში,რომ ქრისტიანული ტაძრები ოფიციალურ ვერსიებთან შედარებით ბევრად ადრინდელ პერიოდებში იქნა დაარსებული.

აშოტ I დიდი

აშოტ I ბაგრატიონი - ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება სახელწოდებით “დიდი”,რადგან მან მთელი თავისი სიცოცხლე,მთელი თავისი ძალისხმევა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას და საქართველოს გაერთიანების საქმეს შეალია.

ჭადრაკი – “ეპიზოდი”

1982 წლამდე,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია,ამაოდ ცდილობდა ქვეყნის სახელმწიფო ფინანსთა სამინსტროსგან,რომ ეღიარებინათ და ეცნოთ,ინტელექტუალური სპორტული თამაში “ჭადრაკი” – სასარგებლო სპორტის სახეობად.

ვის გამოხატავს ბანქოს სათამაშო ქაღალდის “მეფეები?!”

თანამედროვე სტანდარტულ ანგლო-ამერიკულ დასტის ბანქოს ქაღალდებზე გამოსახული – “მეფეები”,ან სხვა “გამოსახულებები”,არ აღნიშნავენ რომელიმე კონკრეტულ ისტორიულ ან ბიბლიურ პიროვნებას.

იოანე “ბრმა” ლუქსემბურგელი – (ეპიზოდი)

იოანე ლუქსემბურგელი (1296-1346 წლები),ასევე ცნობილი,როგორც“იოანე (იან) ბრმა”,გახლდათ ის ლუქსემბურგის გრაფი (1310 წლის 25 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით),რომელიც ამავე წლის 10 აგვისტოდან ჩეხეთის მეფე (კორონაცია განხორციელდა 1311 წლის 7 თებერვალს),ხოლო 1310 წელს პოლონეთის ტიტულარული მეფეც ხდება.