რა ბედი ეწია ოლივერ კრომველის მოკვეთილ თავს?!

მას შემდგომ,რაც 1658 წლის 3 სექტემბერს 59 წლის ასაკში მუცლის ტიფის (სხვა ვერსიით სეფსისის) შედეგად უცაბედად გარდაიცვალა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის ლიდერი და ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი – ოლივერ კრომველი (1599-1658 წლები),ხელისუფლებამ,რომელსაც სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი – რიჩარდი,იგი დიდი პატივით მიაბარა მშობლიურ მიწას.

“მედიცინა მეცნიერების ყველაზე ჰუმანური დარგია”

უდაო ჭეშმარიტებაა: “მედიცინა მეცნიერების ყველაზე ჰუმანური დარგია”.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ,რა უწოდა გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – ივანე ტურგენევმა ფრანგი მონარქისტის – ჟორჟ შარლ დანტესის მიერ ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის – ალექსანდრე პუშკინისათვის დუელში მიყენებულ ჭრილობას?

რამდენიმე ფაქტი სპილოების შესახებ…

გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი,სწავლული და მოაზროვნე – არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),სპილოების შესახებ წერდა: “სპილო – გახლვათ ცხოველი,რომელიც ინტელექტითა და მახვილგონიერებით ყველა სხვა დანარჩენი სახეობის ცხოველს აღემატება”.

ედვინ ჰენრი ლანდსირი – “ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი”

“ჰუმანური საზოგადოების ღირსეული წევრი” – წარმოადგენს რომანტიზმის ეპოქის დიდი ინგლისელი მხატვრისა და მოქანდაკის – ედვინ ჰენრი ლანდსირის (1802-1873 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შესანიშნავ სურათს.

იცით თუ არა,რომ

1. საკვირველი და აღმაშფოთებელია,თუმცა ფაქტია,რომ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ვახტანგ VI-ძმის იესეს ვაჟი – ანტონ I კათალიკოსი (1720-1788 წლები) გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავ ქმნილებას -”ვეფხისტყაოსანს” – ქრისტიანული სულის მომწამვლელ და ერის გამრყვნელ ნაწარმოებად მიიჩნევდა.

მირეი მატიე – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი ფრანგი მომღერალი ქალი – მირეი მატიე იმთავითვე”კარე”-ს საფირმო ვარცხნილობით ჩნდებოდა და ჩნდება დღემდე სცენაზე.შესაბამისად,დროთა განმავლობაში აღნიშნული ვარცხნილობა მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა.

მუხრან მაჭავარიანის მოსაზრებები…

“შე,იდიოტო,შენ რას გარგია ფრანგისა და გერმანელის მიბაძვა,შენ,ვისაც პური ვერ გიყიდია საკუთარ ენაზე!”

ლუი დე ფიუნესი – “ეპიზოდი”

გენიალურმა ფრანგმა კომიკოსმა მსახიობმა – ლუი დე ფიუნესმა (1914-1983 წლები) დიდი ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის ნათესავ ქალზე – ჟანა ავგუსტინ დე ბარტელემზე 1943 წელს იქორწინა (ეს მისი რიგით მეორე ქორწინება გხლდათ).მათ თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – პატრიკი და ოლივიე შეეძინათ.

ალექსეი ტოლსტოი – “ეპიზოდი”

გრაფი ტოლსტოების შთამომავალი რუსი მწერალი - ალექსეი ტოლსტოი (1882-1945 წლები),რომელმაც სახელი გაითქვა სოციალურ-ფსიქოლოგიური,სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებების წერით,საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვიაჩესლავ მოლოტოვის ფავორიტი ლიტერატორი გახლდათ.