მიშელ ნეი – “ეპიზოდი”

XIX საუკუნეში პარიზში განთავსებულ ობსერვატორიის მოედანზე აღიმართა დიდი ფრანგი სკულპტორის – ფრანსუა რიუდის მიერ ბრინჯაოსაგან დამზადებული ნაპოლეონ ბონაპარტის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მარშლის - მიშელ ნეის (1769-1815 წლები) ქანდაკება.ქანდაკება,რომელსაც მოგვიანებით გენიალურმა ფრანგმა მოქანდაკემ – ოგიუსტ როდენმა – “პარიზის ყველაზე ლამაზი ქანდაკება უწოდა”.

ამონარიდები ართურ კონან დოილის ნაწარმოებიდან – “შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი”

“განა ცოტაა ისეთი ხალხი,რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით,მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ.ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია”.

მუხრან მაჭავარიანი – „ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს…”

„ჩემთვის საქართველოს მომავალი ნიშნავს საუკუნეთა მრავალთა შემდგომ ქართველი ყმაწვილის ხმას: „ – აი, ია!”

ფრაზეოლოგია “განათლების” შესახებ…

1. “არავის სურს კარგი განათლების მიღება.ყველას სურს კარგი დიპლომი”. – ლი რუდოლფი

“ბავშვების სასრიალო” – (ეპიზოდი)

საბავშვო ბაღებში,სკვერებსა თუ პარკებში განთავსებული პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი მოწყობილობა - “ბავშვების სასრიალო” გამოგონებული იქნა ინგლისელი ინჟინრისა და მეცენატის – ჩარლზ უიკსტიდის (1847-1931 წლები) მიერ.

ევგენი პეტროვი – “ეპიზოდი”

გამოჩენილ საბჭოთა მწერალს,სცენარისტსა და ეგზომ პოპულარული რომანის – “თორმეტი სკამის” თანაავტორს – ევგენი პეტროვს (1902-1942 წლები) ერთი ფრიად უცნაური და იშვიათი ჰობი გააჩნდა: იგი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი წერილების კონვერტების კოლექციის შეგროვებით იყო დაკავებული.

რიჩარდ ნიქსონი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 37-ე პრეზიდენტი – რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი (1913-1994 წლები) წარმოადგენს იმ პირველ და (ჯერჯერობით) ერთადერთ პრეზიდენტს აშშ-ის ისტორიაში,რომელმაც საკუთარი ნებით (იძულებული გახდა) დროზე ადრე შეიწყვიტა სახელმწიფოს მეთაურის ესოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო უფლებამოსილება და გადადგა.

ბენჯამინ დიზრაელი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიერ-მინისტრს – ბენჯამინ დიზრაელს (1804-1881 წლები) ძალიან უყვარდა ფურისულასებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილი – ფურისულა.

ჟან-ბატისტ რასინი – “ეპიზოდი”

XVII საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა ფრანგმა დრამატურგმა და საყოველთაოდ გახმაურებული ხუთ აქტიანი ტრაგედიის – “ანდრომაქეს” ავტორმა – ჟან-ბატისტ რასინიმ (1639-1699 წლები) საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ეს მხრიდან მფარველობა და თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის სათანადო დაფასება მონარქის ფავორიტი ქალბატონის – მადამ დე მონტესპანის უშუალო ძალისხმევით მოიპოვა.

კარლ რაუხფუსი – “ეპიზოდი”

მას შემდგომ,რაც ერთ-ერთ პირველ რუს პედიატრსა და მედიცინის დოქტორს – კარლ რაუხფუსს (1835-1915 წლები) მომაკვდავი ბავშვის მშობლებმა ოპერაციის ჩატარების უფლება არ მისცეს,ამ მეტად მამაცმა ქირურგმა პატარას სიცოცხლის შესანარჩუნებლად მართლაც რომ მედიკოსთათვის გაუგონარი ქმედება ჩაიდინა: