რატომ სძულდა პუშკინის მკვლელი საკუთარ ქალიშვილს?

როგორც ცნობილია,დიდი რუსი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი – ალექსანდრე პუშკინი, 1837 წლის 8 თებერვალს დუელში სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი ფრანგი მონარქისტის,სენატორისა და ოფიცერ-კავალერგარდის – ჟორჟ შარლს დანტესის მიერ.

ლეანტოფორა – (ანტიკური ხანის უდიდესი ხომალდი)

ანტიკურ ხანაში შავი ზღვის აკვატორიაში უამრავი ისეთი ხომალდი დაცურავდა,რომლებიც თანამედროვე ხომალდებზე რამდენჯერმე დიდიც კი იყო. ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში ძველ ბერძნულ კოლონიაში – ჰერაკლიუმში განთავსებული გახლდათ ბერძენთა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი;

ფრანგული კოლაბორაციონიზმის შესახებ…

1940 წლის 22 ივნისს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და “ვიშის” ფაშისტური რეჟიმის ხელმძღვანელმა – ანრი ფილიპ პეტენმა (1856-1951 წლები) ხელი მოაწერა კომპიენის დროებით ზავს ფაშისტური გერმანიის უმაღლეს ხელისუფლებასთან,რის შემდგომაც ფრანგებს მოუწოდა გერმანელ ოკუპანტებთან თანამშომლობისაკენ. 

პიერ-ჟან დე ბერანჟეს შესახებ…

ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული დიდი ფრანგი პოეტი და სატირული შინაარსის მქონე პოლიტიკური პამფლეტების ავტორი - პიერ-ჟან დე ბერანჟე (1780-1857 წლები),იმთავითვე დაინტერესებული გახლდათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით.

“ანათემაზე” გადაცემის შესახებ…

სიტყვა - ანათემა (დაწყევლა – განკვეთა),როგორც უდიდესი სასჯელი ქრისტიანულ ელესიაში,პირველად შემოღებული იქნა ჯერ კიდევ IV საუკუნეში ელვირისა და ლაოდიკიის საეკლესიო კრებების დროს,რომლებიც თავის მხრივ,გამართული იქნა 305 წელს ესპანეთში და 364 წელს ფრიგიაში. 

ლარი კინგი – “ეპიზოდი”

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში,ებრაული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ტელეჟურნალისტისა და პოპულარული თოქ-შოუს – “Larry King Live”-ს წამყვანის – ლარი კინგის (ნამდვილი სახელი და გვარი – ლოურენს ჰარვი ზეიგერი) გადაცემებში,მსოფლიოში ცნობილ უამრავ პერსონას აქვს მონაწილეობა მიღებული (პოლიტიკოსებს,შოუმენებს,მსახიობებს,მომღერლებს და ასე შემდეგ).

ედვინ ჰერბერტ ლენდი – “ეპიზოდი”

1975 წელს დიდი ამერიკელი გამომგონებელი,სწავლული და ფოტოტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებელი სახელგანთქმული კომპანიის – “Polaroid Corporation”-ის ფუძემდებელი – ედვინ ჰერბერტ ლენდი (1909-1991 წლები) ამავე კომპანიის აქციონერებისა და ტოპ-მენეჯერების უშუალო მონაწილეობის შედეგად,კორპორაციის – პრეზიდენტობიდან გადააყენეს.

ამონარიდები თამაზ ჭილაძის რომანიდან – “კაქტუსის ბაღი”

” – რატომ არის,რომ სამუდამო სიკვდილისთვის მარტო ადამიანი გაწირა ღმერთმა? ბუნებაში ხომ ყველაფერი დროებით კვდება – ფოთოლი იქნება ის,თევზი თუ ჩიტი.იმიტომ,რომ არც ფოთოლმა,არც თევზმა და არც ჩიტმა არ იციან თავიანთი ფოთლობის,თევზობისა და ჩიტობის ამბავი.არ იციან,რას წარმოადგენენ.მარტო ადამიანმა იცის ეს და ამიტომაც კვდება,სამუდამოდ…”

მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე

მოტირალი ჰერაკლიტე და მოცინარი დემოკრიტე – წარმოადგენს ევროპულ ფილოსოფიაში ანტიკური ხანიდან გავრცელებული ორი გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – ჰერაკლიტე ეფესელისა (ძვ.წ.აღ-ით 544-483 წლები) და დემოკრიტე აბდერელის (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას: პესიმისტი ჰერაკლიტე დატიროდა,ხოლო ოპტიმისტი დემოკრიტე კი – დასცინოდა ყოველგვარ ადამიანურ სისულელეს.

ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გენიალური ფრანგი მწერალი - ონორე დე ბალზაკი (1799-1850 წლები) საკუთარ თავს “მანდილოსნების სულიერი სამყაროს” ღრმა მცოდნედ მიიჩნევდა და ამით ერთობ ამაყობდა კიდეც.