იცით თუ არა,რომ

1. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მოქმედი კანონის თანახმად,ქუჩის მუსიკოსებს თავიანთ მუსიკალურ რეპერტუარში მინიმუმ 20 სიმღერა უნდა გააჩნდეთ.

სტოუნჰენჯი – “ეპიზოდი”

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1915 წელს გაყიდული იქნა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში განთავსებული პრეისტორიული პერიოდის მეგალითური მონუმენტი – სტოუნჰენჯი.ეს უნიკალური  ისტორიული კომპლექსი  6 600 გირვანქა-სტერლინგად (თანამედროვე კურსით – 777 000 ამერიკული დოლარი) შეიძინა დიდმა ბრიტანელმა მილიონერმა – სერ სესილ ჰერბერტ ედუარდ ჩაბიმ (1876-1934 წლები).

გუსტავ ფლობერის რომანიდან – „მადამ ბოვარი”

„ბუნებრივი ნიჭი არასოდეს არ უნდა ჩაახშოთ”.

ვიოლინოს სიმები – “ეპიზოდი”

1750 წლისათვის – ვიოლინოს სიმების დასამზადებლად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იდეალურ მასალად მიჩნეული გახლდათ – ცხვრის გადამუშავებული ნაწლავები.პირველები,ვინც აღნიშნული მეთოდი გამოიგონა და გამოიყენა – იტალიელები იყვნენ.

პიერ დე კუბერტენი – “ეპიზოდი”

 ანტიკური ხანის ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების სახით აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორისა და გამოჩენილი ფრანგი მწერლის – პიერ დე კუბერტენის (1863-1937 წლები) უშუალო თანხმობის შედეგად,ოლიმპიურ თამაშებზე (1912-1948 წლებში) სხვადასხვა სახეობის სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების გარდა,ოლიმპიური მედლებით ჯილდოვდებოდნენ ის არქიტექტორები,სკულპტორები,ლიტერატორები,მხატვრები და მუსიკოსები,რომლებიც გამორჩეულ და ორიგინალურ ქმნილებებს აწარმოებდნენ სპორტულ თემატიკაზე.

ბროსელიანდის ტყე

ბროსელიანდის ტყე – წარმოადგენს საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბრეტანში (პემპონის კომუნა.ქალაქ რენიდან 30 კილომეტრის მოშორებით) არსებულ იმ ზღაპრულ და მითიურ ტყის მასივს,რომელთანაც დაკავშირებულია შუა საუკუნეების ლეგენდა მეფე ართურზე.

პიერ ოგიუსტ რენუარი – “გასეირნება”

“გასეირნება” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის - პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების საშუალებით ფრანგული იმპრესიონიზმის სტილში დახატულ შედევრ-სურათს.

ფრანსუა მარი არუე – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,მწერალი და დრამატურგი - ფრანსუა მარი არუე (1694-1778 წლები),იგივე – ვოლტერი,გერმანიის ქალაქ ფილიპსბურგის ალყის დროს დიდი გულისყურით აკვირდებოდა ფრანგული არმიის საალყო საშუალებებს.

ნიკოლა ბუალო – “ეპიზოდი”

დიდ ფრანგ პოეტთან,კლასიციზმის თეორიტიკოსთან და კრიტიკოსთან - ნიკოლა ბუალოსთან (1636-1711 წლები) ხშირად ერთვებოდა პოლემიკაში აბატობის მოსურნე ერთი ღატაკი სასულიერო პირი.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – “ეპიზოდი”

გენიალურ გერმანელ მწერალს,პოეტსა და მოაზროვნეს – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს (1749-1832 წლები) ძალიან უყვარდა სეირნობა მდინარე ილმზე მდებარე გერმანული ქალაქის – ვაიმარის პარკში.