ბჰუტანის სამეფო – “ეპიზოდი”

აზიაში მდებარე ბჰუტანის სამეფომ დიდი ბრიტანეთისაგან სრული დამოუკიდებლობა 1949 წელს მოიპოვა.მიუხედავად ამისა,ბჰუტანს საკუთარი საფოსტო მომსახურება 1962 წლამდე არ გააჩნდა.ბჰუტანის სამეფოში ქვეყნის მოდერნიზაციის მრჩევლის პოსტზე დაინიშნა თავისი ავანტურისტული ხასიათით ცნობილი ამერიკელი მწარმე,ბიზნესმენი და საფოსტო მარკების მსოფლიო ინდუსტრიის ძირეულად შემცვლელი – ბერტ კერ ტოდდი (1924-2006 წლები).

“ოქროს ახალგაზრდობა”

“ოქროს ახალგაზრდობა” – წარმოადგენს ნომინალურ სახელწოდებას იმ ახალგაზრდა ადამიანებისა,რომელთა ცხოვრება და მომავალი,ძირითადად აწყობილი და უზრუნველი იყო მდიდარი,გავლენიანი და სახელმწიფო მაღალჩინოსანი მშობლების მეშვეობით (მათ ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – “მაჟორები”).

Nike – “ეპიზოდი”

1964 წელს დაარსებულმა საყოველთაოდ ცნობილმა სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ – “Nike”, 1989 წელს გადაწყვიტა მის მიერ გამოშვებული ახალი კედების სარეკლამო რგოლი დაემზადებინა.

კირსან ილუმჟინოვი – “ეპიზოდი”

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) რიგით მეექვსე პრეზიდენტი – კირსან ილუმჟინოვი,რომელიც მანამდე კალმიკიის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაცია) პირველი პრეზიდენტი გახლდათ,თავის ერთ-ერთ ინტერვიუში სრული სერიოზულობით ირწმუნება,

სილუეტი

სილუეტი – წარმოადგენს გრაფიკული ტექნიკის სახესხვაობას და ვისიმე ან რისიმე ერთფერ კონტურულ გამოსახულებას (ჩრდილის მსგავსი,საგნის სიბრტყითი,ფიგურის,ნაგებობის და ასე შემდეგ) სხვა ფერის ფონზე,რომელსაც შორ მანძილზე,სიბნელეში ან ბურუსში აღიქვამს თვალი.

“სათამაშო ბანქოს” ისტორიიდან…

“სათამაშო ბანქო” – წარმოადგენს მუყაოს მართკუთხედი ფორმის მქონე ფურცლებს (შესაძლოა იყოს სხვა ფორმებისაც,მაგალითად – მრგვალი),რომლებიც გამოიყენება არა მარტო სხვადასხვა თამაშებისათვის,არამედ ფოკუსებისთვის,მკითხაობებისა და პასიანსებისთვისაც.ბანქოს ღია მხარეს – “სახე” ეწოდება,ხოლო უკანა დახურულ მხარეს კი – “პერანგი”.

ბელ სორენსენ განესი – (“შავი ქვრივი”)

ბელ სორენსენ განესი – დაიბადა 1859 წლის 11 ნოემბერს ნორვეგიის კომუნაში სელბუში.იგი წარმოადგენდა იმ ნორვეგიული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ ამერიკელ სერიულ მკვლელ ქალს,რომელმაც თავისი საზარელი ცხოვრების მანძილზე 40-მდე ადამიანი გამოასალმა წუთისოფელს და რაც ყველაზე ნიშანდობლივია,მსხვერპლთ შორის იყვნენ – საკუთარი ქმრები და მცირეწლოვანი შვილები.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მოსაზრებები…

“დაე თითოეულმა აკეთოს რაც ხელეწიფების.ყოველი ღონით ისწრაფოს მიუღწეველი მიზნისაკენ.უკანაკნელ ამოსუნთქვამდე ილტვოდეს შემოქმედის მიერ ნაბოძები ნიჭის გაფურჩქვნისაკენ.მარადჟამს ისწავლოს,ისწავლოს,რამეთუ “სიცოცხლე ხანმოკლეა,ხელოვნება კი მარადიული”.

მუხრან მაჭავარიანი – “ქართველი ამას იკადრებს?! – არა!”

გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,

განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა…

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ისტორიაში სულ დაფიქსირებულია ოთხი ასეთი შემთხვევა: 1970 წელს ესპანელმა კინორეჟისორმა – ლუის ბუნიუელმა გააკეთა ეს; 1973 წელს იგივე გააკეთა დიდმა ამერიკელმა მსახიობმა – მარლონ ბრანდომ; 1962 წელს ანალოგიური ქმედებით,თანაც ორჯერ გამოირჩა დიდი ამერიკელი მსახიობი – ჯორჯ კემპბელ სკოტი.დაასახელეთ რა გააკეთეს ზემოჩამოთვლილმა ადამიანებმა?