Monthly Archives: თებერვალი 2014

ჰენრი I “ბოკლერკის” შესახებ…

“გაუნათლებელი მეფე არაფრით არის რაიმეთი უკეთესი კორონიზირებულ ვირზე”, – ამ სიტყვებს ხშირად უმეორებდა ინგლისის პირველი ნორმანი მეფე – უილიამ I დამპყრობელი თავის შვილებს.სწორედ ამიტომ იყო,რომ მისი ვაჟები ერთობ მოწადინებული გახლდნენ მიეღოთ უმაღლესი განათლება.

ჯეინ ოსტინი – “ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერალი ქალი,რომანისტი და ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ჯეინ ოსტინი (1775-1817 წლები),არასოდეს გახლდათ დაქორწინებული და შესაბამისად არ ჰყოლია შვილებიც.სწორედ ამიტომ,იგი მთელ თავის დედობრივ სითბოსა და სიყვარულს,საკუთარ მრავალრიცხოვან ნათესავებსა და მის მიერ დაწერილ მცირე რაოდენობის ნაწარმოებებში ხარჯავდა.

რამდენიმე ფაქტი – ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერის ბიოგრაფიიდან…

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,იურისტის ოჯახში დაბადებულ,გაერთიანებული სამეფოს რიგით 73-ე პრემიერ-მინისტრს 1997-2007 წლებში - ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერს,რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და მოკავშირე გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯორჯ უოლკერ ბუშის მიერ წარმოებული პოლიტიკისა (მათ შორის ერაყში),კრიტიკოსები – “ბუშის პუდელს” უწოდებდნენ.

უილიამ ბლეიკის მოსაზრებები…

1. „ყოველთვის იყავი მზად, საკუთარი აზრი გამოთქვა და გჯეროდეს, რომ ნაძირლები ახლოსაც არ გაგეკარებიან”.

“მოხევური დალოცვა”

პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,

ნაწილმა ბარძიმისამან,

ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო

ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი (მადრიდი) დრამატურგი და პოეტი - ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო (1562-1635 წლები) ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში,თავისუფლად კითულობდა ესპანურ და ლათინურ ენებზე დაწერილ ნაწარმოებებს.ხოლო,ექვსი წლის ასაკში,მომავალმა ლიტერატურულმა ტიტანმა,მიუხედავად იმისა,რომ წერა არ იცოდა,დაიწყო ლექსების შეთხზვა.

ჯოვანი მოჩენიგოს “დამაბეზღებელი წერილი” ინკვიზიტორებს…

გენიალურმა იტალიელმა ასტრონომმა,ფილოსოფოსმა,ასტროლოგმა და პანთეიზმის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა - ჯორდანო ფილიპო ბრუნომ (1548-1600 წლები),ახალგაზრდა ვენეციელი არისტოკრატისგან – ჯოვანი მოჩენიგოსაგან (არ უნდა აგვერიოს 72-ე ვენეციელ დოჟში – ჯოვანი მოჩენიგოში) 1591 წელს მიწვევა მიიღო,რათა მისთვის მეხსიერების ხელოვნება შეესწავლა.

გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიიდან…

“უწინარეს ყოვლისა,ადამიანი უფრთხის საკუთარი თავის ბოლომდე წვდომას. და,ჭეშმარიტად,საკმარისია,თუნდ ერთი წამით წარმოდგენა იმისა,რომ სამყარო მთლად გამჭირვალდა და ჩვენ უეცრივ ძირამდის შევიცანით ერთიმეორე,რომ შიშისზარი ჩვენი უწმინდურობისა გვაიძულებს,ან თავი დავიშთოთ სავსებით,ან კიდევ “თავზარის ხარხარით” დამანჭულ ტუჩებით ჭკუიდან შევცდეთ სრულიად.შიშვლად სვლა მხოლოდ ღმერთებს ძალუძთ;

ამონარიდები პაულო კოელიოს დიდებული რომანიდან – „ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”

„თუკი შენ საგიჟედან გამოგწერეს, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გამოჯანმრთელდი და განიკურნე. უბრალოდ, შენც ისეთივე გახდი, როგორიც ყველა ჩვენთაგანია”.

ფრაზეოლოგია „რელიგიის” შესახებ…

1. „ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: „ღმერთი მოკვდა!”  -  ნიცშე მოკვდა -  „ღმერთი კვლავაც ცოცხალია!”