Monthly Archives: ოქტომბერი 2014
გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურის და მისი უშუალო ხელმძღვანელის – ვიქტორ აბაკუმოვის მიერ 1946 წელს დაიწყო გამოძიება,რომელსაც შემდგომ – “გენერლების საქმე” ეწოდა და რომელიც “წითელი იმპერიის” უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს იძიებდა.
იოზეფ შულცი – “ვერმახტის ჯარისკაცი,რომელმაც შეინარჩუნა – ადამიანობა!”
როდესაც ფაშისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს – “ვერმახტს” ვახსენებთ,ბუნებრივია,იმთავითვე უარყოფითი დამოკიდებულება გვიჩნდება.თუმცა,ვერმახტის რიგებშიაც მოიძებნებოდნენ სულით მაღალი ადამიანები,რომელთა შორისაც აუცილებლად უნდა მოვიგონოთ ქალაქ ვუპერტალში 1909 წელს დაბადებული გერმანელი ჯარიკაცი – იოზეფ შულცი.
ეკატერინე II – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორთან ეკატერინე II-სთან (1729-1796 წლები) ერთ-ერთი აუდიენციის დროს,მისმა ვაჟმა პავლე რომანოვმა წაიკითხა საფრანგეთში განვითარებული რევოლუციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეპეშა,რის შემდეგაც აღელვებულმა შესძახა:
ლუციუს ანეუს სენეკა „უმცროსის” ნააზრევი…
1. „ჩვენ ყოველდღე ვკვდებით იმიტომ, რომ ყოველდღე ვკარგავთ ჩვენი სიცოცხლის გარკვეულ ნაწილს, სიცოცხლისა, რომელიც მაშინაც კი მცირდება, როცა ვიზრდებით და ვვითარდებით”.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
1948 წელს საბჭოთა გენსეკს – იოსებ სტალინს,შესთავაზეს ენახა რუსი კინორეჟისორის,სცენარისტისა და პედაგოგის – იული რაიზმანის მიერ გადაღებული რომანტიკული კომედიური ჟანრის მქონე მხატვრული ფილმი – “მატარებელი მიდის აღმოსავლეთით”,რაზეც ბელადმა თანხმობა განაცხადა.
ქრისტეფორე კოლუმბის გონიერი გადაწყვეტილება…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი - ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები) და მისი საექსპედიციო ჯგუფი,მეოთხე ექსპედიციის დროს ურთულეს პირობებში აღმოჩნდნენ (ამავე ექსპედიციაში ახლდა თან ქრისტეფორეს მისი 13 წლის ვაჟი – ენდრიუ).
მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიიდან…
“რაც უნდა ვიყო,მაინც ეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ: ხრწნადი სხეული,სასიცოცხლო ძალის მკრთალი გამოვლენა და შინაგანი მძღოლი”.
იოჰან სებასტიან ბახი – “ეპიზოდი”
ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი – იოჰან სებასტიან ბახი (1685-1750 წლები),როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა და ეს მით უფრო შესამჩნევი ხდებოდა მაშინ,როდესაც საქმე მუსიკას ეხებოდა.
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: რომის იმპერიის სისასტიკით განთმულმა ოდიოზურმა იმპერატორმა – ნერონმა,რა ამაზრზენი საჩუქარი მიართვა თავის რიგით მეორე ცოლს პოპეა საბინას?
“დუმილის კოშკი”
“დუმილის კოშკი” – ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალურ ზოროასტრიზმულ ათასწლოვან რელიგიაში მყარად დამკვიდრებული რწმენის თანახმად,გარდაცვლილი ადამიანის სხეული არაწმინდა იყო და იმისათვის,რომ მას მიწა არ წაებილწა,გარდაცვლილი თვისტომების ცხედრები მაღალ კლდეებზე სპეციალურად აღმართულ უზარმაზარი სიდიდის მქონე ეგრეთ წოდებულ – “დუმილის კოშკებში” მიჰქონდათ და იქვე ტოვებდნენ ბედის ანაბარა.