Monthly Archives: აპრილი 2015
“მართლმსაჯულების შადრევანი” – (ეპიზოდი)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს რიომებერგის (“რომის მთა”) მოედანზე განთავსებული ულამაზესი - “მართლმსაჯულების შადრევანი”.
ოტია იოსელიანის ნაწარმოებებიდან…
“მე ბევრი ნაცნობი,ბევრი ნათესავი და მოკეთე მყავს,ბევრი ნაცნობი და მეგობარი.ბევრ უცნობთან მიპურღვინია და პირველი თუ არა,მეორე ჭიქა მაინც სამშობლოს ეკუთვნის.უყვართ სამშობლო,სამშობლო,რაც ღმერთს თავისთვის სააგარაკოდ უნდოდა,სადაც ქრისტეს კალათი წაექცა და ყველა სიკეთე აქ დაუცვივდა.ასეთი სამშობლოსათვის ღვინოს კი არა,პირდაპირ სულს დალევს კაცი”.
სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შესახებ…
თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითრებული კონსტიტუციური რეცოლუციის პერიოდში (1905-1911 წლები),რევოლუციის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა გილანის ოსტანა (ადმინისტრაციული ერთეული,რომლის სათავეშიც იმყოფება გენერალ-გუბერნატორი).
ზაქარია ჭიჭინაძის საიუბილეო საღამოდან…
1923 წელს,მაშინ,როდესაც საქართველო ორი წლის გასაბჭოებული იყო,საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო მეტად მოულოდნელი და იშვიათი გადაწყვეტილება: შესანიშნავი ქართველი მკვლევარისათვის,ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწისათვის – ზაქარია ჭიჭინაძისათვის (1854-1931 წლები),გადაეხადა 70 წლის იუბილე,რომელშიც ასევე ძალიან დიდი წვლილი დაიდეს გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილებმაც.
“სიდნეის ოპერის თეატრი” – (ეპიზოდი)
ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ სიდნეიში განთავსებული – “სიდნეის ოპერის თეატრი”,მსოფლიო არქიტექტურის ჭეშმარიტ შედევრად არის აღიარებული.ავსტრალიისა და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა გახსნილი იქნა 1973 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ეს მიერ,ხოლო 2007 წლის 28 ივნისს იგი “იუნესკო”-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა
ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – “ეპიზოდი”
ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – წარმოადგენდა იმ კოლუმბიელ ფეხბურთელს (მცველს),რომელმაც 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე,მასპინძლებთან გამართულ მატჩში,საკუთარ კარში გაიტანა ავტოგოლი,რომელსაც საუბედუროდ,შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე.
სინეზიუსი – “ეპიზოდი”
თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კირენაში დაბადებული ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ალექსანდრიული სკოლის ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსი - სინეზიუსი (დაახლოებით 370-414 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მანამ აკურთხეს და აირჩიეს ლიბიური პტოლემაიდის ეპარქიის ეპისკოპოსად,სანამ ქრისტიანად მოექცეოდა.
ჯემალ აჯიაშვილი – “აბა,რა გითხრა ჩემო კარგო”
აბა,რა გითხრა ჩემო კარგო, – მთელი ეს წლები,
წესს რომ გვიგებს და გვაბურთავებს,როგორც წესია, -
“მეკობრეთა პარტია” – (ეპიზოდი)
ჩრდილოეთ ევროპაში,სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში – შვედეთის სამეფოში, 2006 წლის 1 იანვარს შვედეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 34 წლის ასაკის მქონე შვედი მეწარმისა და პოლიტიკოსის – რიკარდ ფალკვინგეს მიერ დაარსებული მეტად უცნაური სახელწოდების მქონე – “მეკობრეთა პარტია”.