Monthly Archives: ივლისი 2016
ალ-მუთანაბის ნააზრევი…
“როცა ბერიკაცი იფურთხება სიცოცხლის აუგად,მას განა სიცოცხლე მობეზრდა,არამედ საკუთარი სიძაბუნე.სიცოცხლის დამამშვენებელი ჯანსაღობა და ახალგაზრდობაა.როცა ისინი ზურგს შეაქცევენ ადამიანს,მაშინ კაციც პირს იბრუნებს ცხოვრებისაგან.
ჰერნან კორტესისა და ესპანელი კონკისკადორების შეფასება ისტორიკოსების მიერ…
“როგორ შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს ჰერნან კორტესისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ესპანელი კონკისკადორების მიერ აცტეკთა უზარმაზარი იმპერიის დაპყრობა-განადგურება,მორალური და სამხედრო თვალსაზრისით მაინც აღტაცების ღირსია.
მაიას ცივილიზაციის ხალხის შესახებ…
მესოამერიკული ცივილიზაციის – მაიას ხალხი ქალაქის მაცხოვრებელი ხალხი იყო.ისინი მოქალაქეები იყვნენ იმ შეზღუდული გაგებით,რა გაგებითაც მოქალაქეები იყვნენ ყველა ევროპელი ხალხები XV საუკუნიდან: ქალაქებში ცხოვრობდნენ გაბატონებული კლასები (დიდებულები და ქურუმები),ქალაქები წარმოადგენდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებს,მთელი კულტურის,სულიერი ცხოვრებისა და ეთიკის ცენტრებს.
მაქსიმილიან რობესპიერისა და ჟოზეფ ფუშეს დაპირისპირებიდან…
როგორც ცნობილია,ცხოვრების ადრეულ ეტაპზე საფრანგეთის დიდი რევოლუციის მომავალი ლიდერი და ქვეყნის ფაქტიური მმართველი - მაქსიმილიან რობერსპიერი (1758-1794 წლები) და ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული ფრანგული პოლიციის მინისტრი – ჟოზეფ ფუშე (1759-1820 წლები) კარგი მეგობრები იყვნენ.
გაკი
გაკი (ჩინური წარმომავლობის მქონე იაპონიზირებული სიტყვაა და “მშიერ სულს” აღნიშნავს) – იაპონური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არსებაა.
შარლ მორის დე ტალეირანის მოკლე დახასიათება…
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და საფრანგეთის პირველი პრემიერ-მინისტრი - შარლ მორის დე ტალეირანი (1754-1838 წლები) გახლდათ ფხიზელი,რეალისტი,გამჭრიახი მოაზროვნე,ცინიკოსი და დაურიდებელი შეგირდი მაკიაველისა.
ნიკო ნიკოლაძის აღსარება ქართველ ხალხს…
“მას აქეთ,რაც მე ჩემს თავს ვიცნობ,მე ერთი წადილის მეტი არა მქონია,ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია.მე შენ მიყვარდი,შენ მწამდი,შენ გემსახურებოდი ავად თუ კარგად,როგორც შემეძლო,როგორც ჭკუა მიჭრიდა.
“დამაკვირდი”
1. ”მეფეებს არ უყვართ მათი სისუსტის მოწმენი,ხოლო ბუნებით დესპოტთ – ისეთი მრჩეველნი,ვინც თუნდაც ერთხელ მათზე ჭკვიანი გამომდგარა”. – შტეფან ცვაიგი
რენე შარი – “სამგლოვიარო ნიღაბი”
„ცხოვრობდა ერთი ადამიანი,დაეკარგა ერთხელ შიმშილი და არასოდეს აღარ შიოდა – ბოლო მოუღო მემკვიდრეობას,შთანთქა სარჩო და საბადებელი,ახლობლები გააღატაკა, – და აი,უცებ მან დაინახა,რომ მაგიდა დაცარიელდა,გასუქდა ცოლი,გავერანდა სულის მინდვრები.