Monthly Archives: სექტემბერი 2016

ნოდარ დუმბაძე – “რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს!”

“რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ, ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.

როგორი უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორუფციაში შემჩნეულ პედაგოგებს?

მას შემდეგ,რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1966 წელს მაო ძედუნის უშუალო ინიციატივით დაწყებული იქნა იდეოლოგიურ-პოლიტიკური კამპანიის სერია,სახელწოდებით – “კულტურული რევოლუცია”,ჩინელმა კომუნისტებმა მოზარდ და ახალგაზრდა თაობებს მოუწოდეს “სრულიად ამოეძირკვათ ძველი საზოგადოების ბოროტი და მავნე ჩვევები”. 

რა ბედი ხვდა წილად სამშობლოს გამყიდველ ეფიალტესს?

როგორც უდიდესი ძველ ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ირწმუნებოდა,თერმოპილეს ვიწრო გასასვლელში ძვ.წ.აღ-ით 480 წელს გამართულ ლეგენდარულ ბრძოლაში,სპარტელთა და მათი ბერძენ მოკავშირეთა 4 200-იანი დაჯგუფება წინ აღუდგა მინიმუმ 80 000-იან სპარსულ არმიას.

რა ამორალური განცხადება გააკეთა რობერტ მუგაბემ ზიმბაბვეს ოლიმპიური ნაკრების შესახებ?

როგორც ცნობილია,სულ ახლახანს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულებული იქნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები,რომელშიც აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებული ქვეყნიდან – ზიმბაბვეს რესპუბლიკიდან წარგზავნილმა სპორტსმენებმა ვერც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი ვერ აიღეს (საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი გახლდათ).

ცისი – “ეპიზოდი”

ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის ცინის წარმომადგენელი იმპერატორი ქალი – ცისი (1835-1908 წლები),სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და ჩინეთის იმპერატორის – სიანფენის მთავარი ცოლი გახდებოდა,ეგრეთ წოდებულ “მეხუთე კლასის ხარჭას” წარმოადგენდა.

სუგავარა-ნო მიტიძანეს შესახებ…

სუგავარა-ნო მიტიძანე (845-903 წლები) – წარმოადგენდა ჰეიანის პერიოდის სწავლულს,პოეტსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს,რომელიც მოგვიანებით მეცნიერების მფარველ ერთ-ერთ სინტოისტურ ღვთაებად აღიარეს.

რუპერტ ჩოინერ ბრუკი – “ეპიზოდი”

რუპერტ ჩოინერ ბრუკი (1887-1915 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოეტს,რომელსაც ინგლისის ყველაზე ლამაზ და ლიტერატურის დარგში ყველაზე ნიჭიერ ადამიანად მოიხსენიებენ დღემდე.

რომელი ეროტიული ესეს ავტორია – მარკ ტვენი?

როგორც ცნობილია,საყოველთაოდ ცნობილი და სკანდალურად გახმაურებული ეროტიული სიუჟეტების შემცველი მოთხრობათა კრებულის – “დეკამერონი”-ს ავტორი რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მწერალი და პოეტი – ჯოვანი ბოკაჩოა (1313-1375 წლები).თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ თავისი “დეკამერონი”,გაჯერებული ეროტიულივე სიუჟეტებით,სახელწოდებით – “1601 წელი: საუბრები ბუხართან”,დაწერილი იქნა ისეთი დიდი ამერიკელი მწერლის მიერ,რომლის სახელიც ასოცირდება ტომ სოიერთან და ჰეკლბერი ფინთან.

იოჰან ტეცელი – “ეპიზოდი”

ინდულგენციებით მოვაჭრე დომინიკელი ბერი - იოჰან ტეცელი (1465-1519 წლები) ღვთის მოყვარულ ადამიანებს გამუდმებით არწმუნებდა,რომ – “ინდულგენცია” ბევრად უფრო ძლიერი ძალის მქონე და მნიშვნელოვანი ქრისტიანული მოვლენა გახლდათ,ვიდრე – ნათლობა.

რატომ გვირჩევდა დეილი კარნეგი ბენჯამინ ფრანკლინის “ავტობიოგრაფიის” წაკითხვას?

1771 – 1790 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა ფუძემდებელთაგანმა – ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790 წლები),თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მეტად საინტერესო ინფორმაციების შემცველი მემუარები დაწერა,რომლებიც სამწუხაროდ,გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ დაასრულა.