Monthly Archives: დეკემბერი 2016

ბიზანტიის იმპერატორის – ზოიას შესახებ…

ბიზანტიის იმპერატორმა – ზოიამ (978-1050 წლები) თავისი პირველი ქმარი,ბიზანტიის იმპერატორი – რომანოზ III არგიროსი, 1034 წლის 11 აპრილს აბაზანაში ჩაახრჩობინა მსახურებს. და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ახალ ქმრად და კეისარ-იმპერატორად დაისვა აწ დამხრჩვალი მეუღლის ერთ-ერთი მკვლელი და ფეხისმფხანელი – მიხეილ IV პაფლაგონელი.

ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”

1884 წელს სომხური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი პეიზაჟისტ-მარინისტი - ივანე აივაზოვსკი (1817-1900 წლები) ატლანტის ოკეანეში განთავსებულ ბისკაიის ყურეში საშინელ შტორმში მოყვა.

შარლ VII ძლევამოსილი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, საფრანგეთის მეფე – შარლ VII დე ვალუა (1403-1461 წლები), მეტსახელად – “ძლევამოსილი”, თავის ფავორიტ ქალბატონებს სრულ თავისუფლებას ანიჭებდა ჩაცმის საკითხებში და ისინიც მეტად თამამი და ექსტრავაგანტული კაბებით იმოსებოდნენ.

ელ გრეკო – “ეპიზოდი”

 ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ ტოლედოში არსებული სან-ტომეს ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირის – ანდრეს ნუნიესის შეკვეთით ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა - ელ გრეკომ 1586-1588 წლებში იმავე ტაძრისათვის განკუთვნილი ტილო,სახელწოდებით – “გრაფი ორგაზას დაკრძალვა” დახატა.

ნერონის კოლოსი

რომის იმპერიის სისასტიკით განთქმულმა ოდიოზმა მმართველმა,იმპერატორმა – ტიბერიუს კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარმა,ანუ – ნერონმა (37-68 წლები),პირველ საუკუნეში “ნერონის ოქროს სახლის” ვესტიბიულში (საიმპერატორო რეზიდენცია პალატინის ბორცვზე) დიდ ბერძენ არქიტექტორს – ზენოდორუსს დააპროექტებინა და ააგებინა უზარმაზარი მარმარილოს ქანდაკება.

“დამაკვირდი”

1. “არა,დედაკაცო,დიაცზე ცბიერი მოდგმა მეორე არ არსებობს ამ დუნიაზე! ჭკუა ჩიტზე მეტი არ მოუცია თქვენთვის ღმერთს,მაგრამ კუდიანური გაიძვერობა – ოჰო-ჰო! კაცმა არ იცის,იმდენი მოგდგამთ!” – ანტონ ჩეხოვი

“მიხეილ ჯავახიშვილს ასამართლებენ მისი ნაწარმოების გმირები”

“ნეტავ რა უნდათ ჩემგან ჩემს გმირებს! მოსვენებას არ მაძლევენ.ყველგან თან დამდევენ,მაწუხებენ,ძილს მიფრთხობენ,მეკამათებიან და მედავებიან.ისინი ხომ მე გავაცოცხლე,მე ჩავუდგი სული და გული და ახლა,

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა – “სიხარული”

„ღამის თორმეტი საათი იყო. აღგზნებული და თმაგაჩეჩილი შევარდა მიტია კულდაროვი მშობლების ბინაში და მთელი ოთახები შემოირბინა.დედ-მამა უკვე დასაძინებლად ემზადებოდა.დაია ლოგინში იწვა და რომანის ბოლო გვერდს კითხულობდა.ძმებს,გიმნაზიის მოწაფე ბიჭებს,ეძინათ.

სოკრატეს ნააზრევი

“სასტიკად ცდებით,თუ ფიქრობთ,რომ სიკვდილის შანთით ამოსწვავთ და ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურების მამხილებელთ.ცუდი ხერხი აგირჩევიათ თავდასაცავად,ცუდი და არასაიმედო,ხოლო თუ გნებავთ,მე გასწავლით ყველაზე სანდო და მარტივ ხერხს: სხვას კი ნუ სჩრით პირში ბურთს,ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი”.

რატომ ჭამდნენ მაორი მეომრები თავიანთ მტრებს?

როგორც მრავალი ისტორიკოსი ირწმუნება,ადრეულ ეპოქებში ახალი ზელანდიის მკვიდრ მოსახლეობაში – მაორებში კანიბალიზმის საშინელ და ველურ პრაქტიკას ჰქონდა ღრმად ფესვები გადგმული.