Monthly Archives: იანვარი 2017
რა უპასუხა მიქელანჯელომ ლეონარდო და ვინჩის?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ახალგაზრდა ასაკში მყოფ გენიალურ იტალიელ მოქანდაკეს,მხატვარსა და არქიტექტორს – მიქელანჯელო ბუონაროტის ერთობ დაძაბული ურთიერთობა, და შეიძლება ითქვას,მტრული დამოკიდებულებაც კი გააჩნდა აღორძინების ხანის ისეთ ტიტანთან,როგორიც გახლდათ – ლეონარდო და ვინჩი.
მაჰაბათ მაქბარა
ინდოეთის ქალაქ ჯუნაგადჰის (გუჯარათის შტატი) ცენტრში განთავსებულია ნაკლებად ცნობილი ინდური არქიტექტურული ნაგებობა,სახელწოდებით – “მაჰაბათ მაქბარა”,რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ უნიკალური არქიტექტურით,არამედ იმითაც,რომ მასში ისლამურ ორნამენტებთან ერთად იდეალურად არის შერწყმული ბრწყინვალე ფრანგული გოთიკური ნიმუშები.
გიორგი ჟუკოვი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მასობრივად იქნა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ,რომ “გამარჯვების მარშლად” წოდებული ბელორუსიის პირველი ფრონტის სარდალი – გიორგი ჟუკოვი (1896-1974 წლები) მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი პიროვნების “კულტად” ქცევას.
„დიდი ადამიანების ხვედრი”
„დიდი ადამიანის ხვედრი ყოველთვის მძიმეა – ისინი ცუდად ცხოვრობენ და ადრე კვდებიან”, – ამბობდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი ტიტანი – გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, და კაცობრიობის ისტორიამ ამ სიტყვების ჭეშმარიტება არაერთხელ დაადასტურა.
თედორე დოსტოევსკის მოკლე დახასიათება…
ამ გენიოსმა,რომლის ნაწარმოების კითხვისას თვით ულმობელი ალექსანდრე II-ც კი ცრემლებს აფრქვევდა,საკუთარ ცოლს კაბა მოჰპარა და რულეტში წააგო.უკანასკნელი შარვალი დააგირავა,შუაღამით ბოროტმოქმედივით გაეპარა მევალეებს და შორეულ გზას დაადგა.
ივანე პავლოვი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გამოჩენილი რუსი ნობელიანტი-მეცნიერი და ფიზიოლოგი – ივანე პავლოვი (1849-1936 წლები) ერთობ მკაცრი ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო.
ფრაზეოლოგია “ცოდვების” შესახებ…
1. “ადამიანი: – კარგად დააკვირდით ამ სამყაროს – ცოდვები,ვნებები – ეს ხომ თქვენი,როგორც ეშმაკის ნამოქმედარია?
რუსთაველი & ჰომეროსი
“ჰომეროსმა ღ მ ე რ თ ე ბ ი ზეციდან მიწაზე ჩამოიყვანა და ჩვეულებრივ მიწიერ ადამიანებად აქცია.”ილიადა” – “ოდისეას” ავტორმა მთელი ღმერთთა პანთეონი – ზევსი,ჰერა,ათენა,აფროდიტე,აპოლონი,არესი,ჰეფესტო,პოსეიდონი,ჰადესი – ყველანი გ ა ა ა დ ა მ ი ა ნ ა.
იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანულენოვანი ჩეხი მწერალი – ფრანც კაფკა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ხორხის კიბოთი იტანჯებოდა.ამ ავადსახსენებელი დაავადებით გაწამებული ლიტერატორი კი თავის მკურნალ ექიმს შემდეგი სიტყვით მიმართავდა – “მომკალით,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ბოროტმოქმედი იქნებითო”.