Monthly Archives: ნოემბერი 2017
ჟიულ გაბრიელ ვერნი – „ეპიზოდი”
მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი მწერალი – ჟიულ გაბრიელ ვერნი (1828-1905 წლები),თავის ლიტერატურულ წარმატებას დიდ ფრანგ მწერალს - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები) უმადლოდა.
ჯეინ მინს ეპლტონ პირსი – „ეპიზოდი”
„თეთრი სახლის აჩრდილი”. – ამ სახელწოდებით მოიხსენიებდა ამერიკული პრესა აშშ-ის რიგით მე-14 პრეზიდენტის – ფრანკლინ პირსის მეუღლეს – ჯეინ მინს ეპლტონ პირსს (1806-1863 წლები).
თეოფილო ფოლენგო – „ეპიზოდი”
მხატვრულ ლიტერატურაში ილუზიონისტი პირველად მოხსენიებული იქნა XVI საუკუნეში.ავტორი,რომელმაც პირველმა მოიხსენია ილუზიონისტი თავის მხატვრულ ნაწარმოებში (პოემაში) – „მაკარონადა”,გახლდათ ეგრეთ წოდებული – „მაკარონული პოეზიის” თვალსაჩინო იტალიელი წარმომადგენელი და პოეტი - თეოფილო ფოლენგო (1491-1544 წლები).
ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, სს-ის რაიხსფიურერი და ჰოლოკოსტის სასტიკ მოვლენებზე პასუხისმგებელი გერმანელი პოლიტიკოსი – ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები) ხშირად ატარებდა თან გერმანულ ენაზე ნათარგმნ ინდუიზმის უმთავრეს ლიტერატურულ ძეგლს,უძველეს ინდურ ეპოსს – „ბჰაგავადგიტა”-ს.
იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ფონ ბისმარკს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცდაათამდე დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ამ მოვლენებს ყოველდღიურად ახსენებდა მის სახეზე არსებული იარა,რომელიც ერთ-ერთი დუელის დროს მიიღო.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ამბობენ,რომ საფრანგეთში სუნამოების შესაძენად მანდილოსნები გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ,ვიდრე სახელმწიფო არმიაზეო.თუმცა,მათ გამარჯვებებიც მეტი აქვთ”.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც წესი,დირიჟორი ორკესტრის წინაშე ყოველთვის სახით დგას,თუმცა ადრეულ პერიოდში ყველაფერი პირიქით იყო: დირიჟორი ორკესტრის წინაშე ყოველთვის ზურგით იდგა და დარბაზისკენ შებრუნებული ხელმძღვანელობდა ორკესტრს.დაასახელეთ ის პირველი გენიალური კომპოზიტორი და დირიჟორი,
როგორ დაახასიათა ჩეხოვმა აივაზოვსკი?
XIX საუკუნის მეორე ნახევარში,კერძოდ კი – 1892 წელს,ყირიმის ნახევარკუნძულზე (უკრაინა) მდებარე მშობლიურ ქალაქ ფეოდოსიაში დამკვიდრებულ სომხური წარმომავლობის მქონე სახელოვან რუს მხატვარსა და მარინისტს – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) ახალგაზრდა რუსი მწერალი – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები) ეწვია.
კარლ ბრიულოვი – „ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი ფრანგული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვარი და აკადემიზმის ერთ-ერთი დიდებული წარმომადგენელი – კარლ ბრიულოვი (1799-1852 წლები) დიდად არ წუხდა იმაზე,რომ ამიერთან გამოთხოვების საშიშროების წინაშე იდგა.
ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
„როგორ სისასტიკესაც თავისი ქვეშევრდომების მიმართ იჩენდა დიდი თავადი,ისეთივე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა იგი ქვეშევრდომთა საკუთრებაში არსებულ შინაურ პირუტყვებს, – ცხენებს,ხარებს,ძროხებს.მათ ზურგიდან აძრობდნენ ტყავს და ტყავანაძრობ ნაწილზე შოლტით სცემდნენ”. – ასე აღწერდა გერმანული ბროშურის ანონიმი ავტორი გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის – ივანე IV მრისხანეს (1530-1584 წლები)