Monthly Archives: დეკემბერი 2018
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების ერთ-ერთი გენიალური სპარსი სწავლულის, ფილოსოფოსისა და ექიმის – ავიცენას მიერ ბალღობისას წარმოთქმულ პირველ სიტყვას ყველა გაუოცებია.
ვლადიმერ ბეხტერევი – „ეპიზოდი”
გენიალურმა რუსმა ექიმმა-ფსიქიატრმა, ფსიქოლოგმა და რეფლექსოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის ფუძემდებელმა – ვლადიმერ ბეხტერევმა (1857-1927 წლები), რომელმაც 1907 წელს საფუძველი ჩაუყარა „სანკტ-პეტერბურგის ფსიქონერვოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს”,
ნორბერტ ვინერი – „ეპიზოდი”
„კიბერნეტიკის მამად” წოდებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა – ნორბერტ ვინერმა (1894-1964 წლები), თავის დროზე სრული იგნორირება გაუკეთა საშუალო სკოლას. სამაგიეროდ,
ვოლტერის გენიალური ნააზრევი…
„ჩემი კეთილი საქმეები ყოველთვის ჩემი უბედურების წყარო იყო, და დიდ სიმაღლეზე ავდიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩავვარდნილიყავი განსაცდელის უსაშინელეს უფსკრულში. მე სხვებივით ბოროტი რომ ვყოფილიყავ, მათსავით ბედნიერი ვიქნებოდი”.
ჟან ლერონ დ’ალამბერი – „ეპიზოდი”
ოფიციალური ვერსია გვამცნობს, რომ ფრანგმა მწერალმა და კურტიზანმა ქალმა – კლოდინა ალექსანდრინა ჰერენ დე ტანსენსენმა, ავსტრიელი ჰერცოგის – ლეოპოლდ ფილიპ არენბერგისაგან 1717 წლის 16 ნოემბერს შეძენილი უკანონო ვაჟიშვილის თავიდან მოშორება განიზრახა, რის გამოც მან ჩვილი ხის მოზრდილ ყუთში ჩააწვინა და ამ უჩვეულო სახით იგი პარიზში განთავსებული სენ-ჟან-ლე-რონის ტაძრის კიბეებზე დატოვა.
ჰენრი კავენდიში – „ეპიზოდი”
„კავენდიში – ყველაზე მდიდარი სწავლულთა შორის და ყველაზე სწავლული მდიდართა შორის”. – ასე ლაკონურად, თუმცა-კი ერთობ მრავლისმეტყველად დაახასიათა თავის დროზე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი - ჰენრი კავენდიში (1731-1810 წლები) სახელგანთქმულმა ფრანგმა ფიზიკოსმა – ჟან ბატისტ ბიომ.
რამდენიმე ფაქტი „სასვენი ნიშნების” შესახებ…
1. სასვენ ნიშანთა სისტემა დამწერლობაში – „პუნქტუაცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა. „punctum” – „წერტილს” აღნიშნავს და მაშასადამე, სწორედ წინადადების ამ შემაჯამებელი, დამაგვირვინებელი და ყველაზე ძველი სასვენი ნიშნის მიხედვით ეწოდა კიდეც მთელ სასვენ ნიშანთა სისტემას თავისი სახელი დროთა განმავლობაში.
ემილ ჰახა – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, კერძოდ კი, 1939 წლის 14 მარტის სუსხიან ღამეს ბერლინს თავის მშვენიერ ქალიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხოსლოვაკიის რიგით მესამე პრეზიდენტი – ემილ ჰახა (1872-1945 წლები).
რევაზ ჯაფარიძე – „ბატონი” და „ქალბატონი”
„ბატონი” და „ქალბატონი” – რამდენადაც მესმის, ამ ორ სიტყვას შორის არავითარი სხვაობა არ არის და საქმე არა ორ ფორმასთან, არამედ ერთადერთ ფორმა “ბატონთან” გვაქვს. მეორე სიტყვა „ქალბატონი”, რითაც ქალს მიმართავენ, ნაგვიანევი წარმოშობისაა,
ანტონ ვან დეიკი – „მთვრალი სილენოსი”
„მთვრალი სილენოსი” – წარმოადგენს დიდებული ნიდერლანდელი მხატვრისა და გრაფიკოსის - ანტონ ვან დეიკის (1599-1641 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ მითოლოგიური ჟანრის მქონე შესანიშნავ სურათს.