გუუს ჰიდინკი – “ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა – გუუს ჰიდინკმა,რომელიც სხვა უამრავ საფეხბურთო კლუბთან ერთად სათავეში უდგა ისეთ ეროვნულ ნაკრებებს,როგორებიც არის – ნიდერლანდების,თურქეთის,ავსტრალიის და ასე შემდეგ,პროფესინონალური საფეხბურთო კარიერა 1967 წელს ნიდერლანდების აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუტინჰემის საფეხბურთო გუნდში – “დე გრაფსხააპში” დაიწყო.

სისა ბენ დაჰირი

სისა ბენ დაჰირი – წარმოადგენდა იმ ლეგენდარულ და ბრძენ ინდოელ ბრაჰმანს (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის წარმომადგენელი,ქურუმი ან ინტელექტუალი),მათემატიკოსსა და შემოქმედს,რომელსაც დამკვიდრებული მითის მიხედვით მიეწერება ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის გამოგონება.

იან დ’აკოსტა – “ყველაზე ერუდირებული მასხარა”

იან დ’აკოსტა (შესაძლოა ასევე მოვიხსენიოთ,როგორც – იან ლაკოსტა) – დაიბადა 1665 წელს პორტუგალიაში.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იგი წარმოადენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ და გონიერ მასხარას,რომელიც ფლობდა ექვს ევროპულ ენას,ბრწინვალედ იცოდა ბიბლია და გააჩნდა შესანიშნავი განათლება.

ნიკოლოზ ნეკრასოვის უარყოფითი თვისებები…

გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1877 წლები),აზარტული თამაშების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა და რიგი სათამაშო სახლების ხშირი სტუმარიც გახლდათ.

იცით თუ არა,რომ

1. ისტორიული დოკუმენტების თანახმად – მევახშეობა,ანუ ფულის სესხის პროცენტის სახით გაცემა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ბაბილონში არსებობდა.ცნობისათვის,პირველი დაწესებულებები,სადაც ადამიანები თავინთ ფულს ინახავდნენ,სხვადასხვა ღმერთების სახელებზე აგებული ტაძრები იყო.მაგალითად,ძველი ბერძნები თავიანთ დანაზოგს აკროპოლისის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებში ინახავდნენ.

“Allahakbarries” – (გენიალურ ლიტერატორთა კრიკეტის გუნდი)

“Allahakbarries” – 1890 წელს დიდი შოტლანდიელი დრამატურგის,რომანისტისა და ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრის “პიტერ პენი კესიგსტონის ბაღებში” – ჯეიმს მეთიუ ბარის (1860-1937 წლები) მიერ,დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებულ იქნა ლიტერატორთა სამოყვარულო კრიკეტის გუნდი,რომელსაც “Allahakbarries” უწოდეს,

კასტურბა მოჰანდას განდი – “ეპიზოდი”

კასტურბა მოჰანდას განდი (1869-1944 წლები) – წარმოადგენდა ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური  ლიდერის მოჰანდას კარამჩანდ განდის მეუღლეს.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ კასბურბა მოჰანდასს 1882 წელს 13 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად და ერთად მთელი 62 წელიწადი თანაიცხოვრეს.

პუბლიუს ლიცინიუს ეგნაციუს გალინეუსის ორიგინალური გადაწყვეტილება…

რომის იმპერატორს – პუბლიუს ლიცინიუს ეგნაციუს გალინეუსს (დაახლოებით 218-268 წლები),მისმა მეუღლემ კორნელია სალონიამ შეატყობინა,რომ ერთ-ერთმა რომაელმა ვაჭარმა ძვირფასეულობა მიჰყიდა,თუმცა როგორც შემდგომ გაარკვია,მისგან ნაყიდი სამკაულები ყალბი აღმოჩნდა.

ჩინური “ჰარი პოტერი”

2002 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ანონიმური ავტორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა წიგნი,სახელწოდებით – “ჰარი პოტერი და ბაო ზულონგი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნი – “ჰობიტი” სრული ტექსტით იყო ნათარგმნი ჩინურ ენაზე,თუმცა საინტერესოა ის,რომ მასში მოყვანილ პერსონაჟებს წარმოადგენდნენ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალის – ჯოან როულინგის მიერ შექმნილი წიგნების სერიის უმთვრესი გმირი ჰარი პოტერი და ნაწარმოებების სხვა პერსონაჟები.

Adetomyrma venatrix

Adetomyrma venatrix – წარმოადგენს ტროპიკულ ჭიანჭველასებრთა ოჯახის სიფრიფანაფრთიანთა რიგის პატარა მოცულობის მქონე ქვესახეობის ჭიანჭველას.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ქვესახეობის ჭიანჭველას,თავისი სპეციფიკური კვების გამოისობით – “ჭიანჭველა-დრაკულა” უწოდეს