“როჰონცის კოდექსი”

“როჰონცის კოდექსი” – წარმოადგენს დღემდე გაუშიფრავ და საიდუმლოებებით მოცულ ხელნაწერს,რომელსაც “ვოინიჩას ხელნაწერის” ანალოგად განიხილავენ სპეციალისტები.

“ბრძოლა ფოლკლენდის კუნძულებისათვის”

ფოლკლენდის კუნძულები წარმოადგენს არქიპელაგს ატლანტის ოკეანეში,არგენტინის სანაპიროებიდან 483 კილომეტრში.არქიპელაგი მოიცავს კუნძულებს აღმოსავლეთ ფოლკლენდს,დასავლეთ ფოლკლენდსა და კიდევ 776 პატარა კუნძულს.

იოანე პავლე II-ეს შესახებ…

ერისკაცობაში – კარელ იოზეფ ვოიტილას (1920-2005 წლები),იგივე იოანე პავლე II-ს,რომელიც პირველი პოლონელი იყო წმინდა პეტრეს ტახტზე,ბავშვობაში ძალიან დიდი ტრაგედიები დაატყდა თავს. 8 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა,მალევე უფროსი ძმაც აღესრულა,ხოლო 1941 წელს მამაც გარდაეცვალა.სწორედ ამიტომ ამბობდა იგი: “20 წლის ასაკში მე უკვე დავკარგე ყველა ის,ვინც მიყვარდაო”.

ნარბარინ ენხბაიარის შესახებ…

აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში მდებარე სახელმწიფოში – მონღოლეთში, 2005 წლის 22 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმათა 54,2 % მიიღო,ეროვნებით ბურიატმა კანდიდადტმა და პროფესიით ლიტერატორ-მთარგმნელმა - ნარბარინ ენხბაიარმა.

მაჰათმა კარამჩანდ განდის შესახებ…

ინდოეთის ეროვნულმა გმირმა,სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა – მაჰათმა კარამჩანდ განდიმ (1869-1948 წლები),რომლის წინამძღოლობითაც ინდოეთმა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა,პირველი “ომი”,იმ ინდოელების წინააღმდეგ აწარმოა,რომლებიც ეგრეთ წოდებული “მიუკარებლების” (ინდოეთში მაცხოვრებელი ყველაზე დაბალი სოციალური ჯგუფები) კასტების დისკრიმინაციასა და იგნორირებას ეწეოდნენ.

სოფიო ფუტკარაძე – “მე შემიძლია”

მე შემიძლია შუაღამე დილად ვაქციო,

უკვე მოხუცი შევერცხლილი,ვიქცე პატარად,

აფრიკელი მონების ექსპლუატაცია – “ეპიზოდი”

ადამიანების მიერ ადამიანებისვე დამონების ამაზრზენი პრაქტიკა სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს.ამ უსაშინლესმა და კიდევ ერთმა (არა)ადამიანურმა მანკიერმა თვისებამ დედამიწაზე მილიონობით უდანაშაულო ადამიანის არა მარტო სიცოცხლე,არამედ ფესვებიდან მოგლეჯაც გამოიწვია.მონების განსაკუთრებული ექსპლუატაცია ახალი ტალღით აფრიკის კონტინენტის “ათვისების” შემდეგ დაიწყო.

ნოდარ დუმბაძის ნააზრევი…

“კაცის იუბილე რაა?! ჩვენ თითქმის ყოველდღე ვუხდით ერთმანეთს იუბილეს,მაგრამ დღემდე წიგნის იუბილე არ გადაგვიხდია.ორი წიგნი ვიცი მე დღეს საქართველოში,რომელსაც შეიძლება იუბილე გადაუხადო.

გიორგი ლეონიძის ნაწარმოებიდან – “ნატვრის ხე”

1. “ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას,როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულს.

რონალდ უილსონ რეიგანი – “ეპიზოდი”

ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - რონალდ უილსონ რეიგანი (1911-2004 წლები),მეტად არაორდინალური იუმორის გრძნობითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული.როგორც მისი თანამედროვეები ამბობდნენ,მას ძალიან მოსწონდა ის,როდესაც რეიგანის ხუმრობაზე ხალხი ხალისობდა.