იუდა ისკარიოტელი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,იესო ქრისტეს ერთერთი მოწაფე თორმეტი მოწაფიდან – იუდა ისკარიოტელი,ჩვენი მაცხოვრის ერთადერთი მოციქული იყო,რომელიც წარმოშობით ისრაელის მიწის ისტორიული ოლქიდან – იუდეადან გახლდათ გამოსული.

“ექვსი ფუტის ქვემოთ”

ინგლისურ ენაში გავრცელებულია ერთი ფრაზა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ექვსი ფუტის ქვემოთ”,რომელიც იმთავითვე ასოცირდება ადამიანებში – სიკვდილსა და დაკრძალვასთან.აღნიშნული ფრაზა მას შემდგომ იქნა ინგლისურ ენაში დამკვიდრებული,რაც 1655 წელს დიდი ბრიტანეთი “შავი ჭირის” საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა.

ბიზანტიის იმპერია – “ეპიზოდი”

ბიზანტიელები ღრმად იყვნენ დარწმუნებული,რომ რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის დაუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადების უფლება არ გააჩნდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ბიზანტიის იმპერატორები საიმპერატორო ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს კი არ კლავდნენ,არამედ სხვადასხვა საშუალებებით ასახიჩრებდნენ და ამახინჯებდნენ,

რა მეთოდით დაიმორჩილა პაულინა დეცინიუს მუნდუსმა?

დიდი ებრაელი ისტორიკოსისა და მხედრათმთავრის – იოსებ ფლავიუსის (37-100 წლები) გადმოცემის თანახმად,რომის იმპერატორის – ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ რომაელ დიდებულს – დეცინიუს მუნდუსს განსაკუთრებული ვნება ამოძრავებდა ქმარშვილიანი ქალის,სახელად – პაულინას მიმართ.

რამზეს III – “ეპიზოდი”

დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1155 წელს მანეთონის მიხედვით XX დინასტიის პირველი ეგვიპტის ფარაონის – რამზეს III-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო ფარაონის მეუღლემ – ტიტიმ,რომლის უშუალო ინიციატივითაც გამოღადრეს ყელი მის მეუღლეს.

ჯუზეპე ვერდი – “ეპიზოდი”

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გენიალურმა იტალიელმა კომპოზიტორმა და ხელოვანმა – ჯუზეპე ვერდიმ (1813-1901 წლები) თავისი სახსრებით ვილანოვაში საავადმყოფო ააგო,ხოლო მილანში კი ხანდაზმულ მუსიკოსთათვის თავშესაფარი.

მარკუს ჰარვი – “ეპიზოდი”

მარკუს ჰარვი (1887-1940 წლები) – წარმოადგენდა შავკანიანთა უფლებების დამცველ ცნობილ იამაიკელ აქტივისტს.პოლიტიკურ იზოლაციაში მყოფმა მარკუსმა 1940 წელს ლონდონში ინსულტი მიიღო,თუმცა საბედნიეროდ,ცოცხალი გადარჩა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დაასახელეთ იმ პირველი მხატვარი ქალის ვინაობა,რომელსაც სიცოცხლეშივე ერგო პატივად ლუვრის დიდებულ მუზეუმში პერსონალური გამოფენა გაემართა. – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი: ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მხატვარ-აბსტრაქციონისტი ქალი – სონია დელონე (1885-1979 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)

ლეონ V სომეხი – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ბიზანტიის იმპერიის მრავალმა მმართველმა დაასრულა სიცოცხლე ძალადობრივი გზით. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,კონსტანტი II (630-668 წლები),რომელიც აბაზანას იღებდა,მისივე მოსამსახურემ,სახელად – ანდრეიმ იმ დროს სცემა სასიკვდილოდ მასიური მარმარილოს სასაპნით,როდესაც მას სახე და თავი გასაპნული ჰქონდა;

ჭაობის ვალაბი

ჭაობის ვალაბი – წარმოადგენს კენგურუს ოჯახის მცირე ზომის მქონე ჩანთოსან ძუძუმწოვარა ცხოველს,რომლის გავრცელების უმთავრესი არეალია ავსტრალიის კონტინენტი,კერძოდ,სამხრეთ ავსტრალიის შტატი,კუიზლენდის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები და ახალი სამხრეთ უელსის შტატი.