“სინდო რენმეი” – (ეპიზოდი)

1940-იან წლებში ბრაზილიაში მაცხოვრებელმა იაპონელმა ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს ტერორისტული ორგანიზაცია,სახელწოდებით – “სინდო რენმეი”.აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწვრიანებული გახლდნენ ის იაპონელები,რომლებსაც არ სჯეროდათ,რომ მათმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში მარცხი განიცადა და კაპიტულაცია გამოაცხადა.

ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…

“გახსოვდეთ,რომ მცდარი აზრი,როგორი უხეშიც არ უნდა იყოს,თუკი გულწრფელია,უნდა სიბრალულს იწვევდეს ჩვენში და არა დაცინვას.გონებით ბრმა ადამიანი ისეთივე საცოდავია,როგორც თვალდავსებული და თუ ან ერთი,ან მეორე პირდაპირ გზას ასცდება,იგი არც დამნაშავეა და არც სასაცილო.

“დამაკვირდი”

1. “ეჰ, ნეტავ ისე გვიყვარდეს მართალი ადამიანი, როგორც ღმერთს უდიდესი ბოროტმოქმედი უყვარს!”

უილიამ მორისი – “ეპიზოდი”

ისევე როგორც მრავალ გენიოსს,პრერაფაელისტების მეორე თაობის გენიალურ ინგლისელ მხატვარს,პოეტსა და გამომცემელს – უილიამ მორისსაც  (1834-1896 წლები) ერთი მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას,ძალიან ცუდი თვისება ახასიათებდა.

გაიქცა თუ არა ნაპოლეონ ბონაპარტი წმინდა ელენეს კუნძულიდან?

როგორც ცნობილია,ლეგენდარული ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),თავისი მმართველობის ჟამს ქვეშევრდომებისაგან მოითხოვდა,რომ მაქსიმალური ძალისხმევა გამოეჩინათ,რათა ისეთი ადამიანები აღმოეჩინათ,რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ძალიან ემსგავსებოდნენ მას.

რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გენიალური შოტლანდიელი პოეტი და ლირიკოსი - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) ერთობ თავისუფალი ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.მას სამი უკანონო ქალიშვილი შეეძინა სხვადასხვა ქალბატონებთან დამყარებული ხანმოკლე ურთიერთობების შედეგად.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

1834 წელს ინგლისში გამოიცა ეგრეთ წოდებული “ღარიბთა კანონი”,რომლის ძალითაც უმუშევრებს ყოველგვარი ადამიანური უფლებები ეკვეცებოდათ და ისინი იგზავნებოდნენ სპეციალურად დაარსებულ – “მუშათა სახლებში”.

ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”

სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დიდი ინგლისელი მწერლისა და შესანიშნავი სათავგადასავლო რომანების ავტორის – ტომას მაინ რიდისთვის (1818-1883 წლები).ძველი ჭრილობა,რომელიც მწერალმა მექსიკელებთან წარმოებული ერთ-ერთი ბრძოლისას მიიღო,აუტანელი ტკივილებით ტანჯავდა მას.ეს ოდესღაც უმამაცესი და უმარდესი მხედარი ახლა ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და ერთადერთ ნუგეშად ისევ თავისი გმირების – უშიშარი და პატიოსანი ადამიანების – ცხოვრებაღა შემორჩენოდა.

მარკ ტვენი – “არავითარი სურვილი არ მქონია მწერლობისა”

მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენსი (1835-1910 წლები) სკოლიდან გამოიყვანეს და სტამბაში მიაბარეს შეგირდად.აქედან იწყება მომავალი მწერლის დიდი გზა.კლემენსმა მრავალი ხელობა გამოიცვალა,

ედუარდ VII-ეს შესახებ…

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე და ლეგენდარული დედოფლის – ვიქტორიას ვაჟი – ედუარდ VII (1841-1910 წლები) განათლების მიღების მიმართ საშინელ გულგრილობას ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან იჩენდა.იგი უფრო დროსტარების მოყვარული კაცი გახლდათ.მაგალითად,ერთხელ,მსუბუქი ყოფაქცევის შიშველ ლამაზმანებთან აუზში მყოფი ახალგაზრდა ედუარდი საროსკიპო “ლე შაბანიეში” დააფიქსირეს .