სად დაწერა “მერვე სიმფონია” დიმიტრი შოსტაკოვიჩმა?

გამოჩენილმა რუსმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – დიმიტრი შოსტაკოვიჩმა (1906-1975 წლები) 1943 წლის ზაფხულში დაწერა “მერვე სიმფონია”,რომელსაც მოგვიანებით შოსტაკოვიჩის კომპოზიტორმა მეგობარმა – ისააკ გლიკმანმა – “ყველაზე ტრაგიკული მუსიკალური ნაწარმოები” უწოდა (რიგმა მუსიკათმცოდნებმა კი აღნიშნულ ქმნილებას – “ღვთაებრივი ტრაგედია” უწოდეს).

რატომ უწოდებდნენ “ბითინიას დედოფალს” გაიუს იულიუს კეისარს?

ძალიან რთული წარმოსადგენია,თუმცა ფაქტია,რომ რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ მოღვაწეს,მხედართმთავარს,რეფორმატორსა და დიქტატორს – გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) მისი მრავალი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ერთობ დამცინავი – “ბითინიას დედოფლის” თიკუნით (მეტსახელით) მოიხსენიებდა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – “ეპიზოდი”

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202-1204 წლებში),რომელიც დაგეგმილი გახლდათ ეგვიპტის წინააღმდეგ და, რომელიც ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის შედეგად ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იქნა შემობრუნებული,კონსტანტინოპოლის ალყით,მისი აღებითა და ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქის საშინელი ძარცვა-გლეჯით გამოირჩა ისტორიაში.

“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

1. “ბოროტებას გასაქანი არ უნდა მისცე,ტყავის ტომარაში უნდა გამოამწყვდიო და მოაშორო შურიან ადამიანებს! თუ არა და, ქვეყნიერება დაიღუპება,როგორც ოდისევსის ხომალდი”.

პუბლიუს ვერგილიუს მარონი – “რომი! რომი!”

მანტუაში დაბადებულ ერთ-ერთ უდიდეს რომაელ პოეტს – პუბლიუს ვერგილიუს მარონს (ძვ.წ.აღ-ით 70 – 19 წლები),რომელსაც “მანტუელ გედს” უწოდებდნენ,რომის იმპერატორის – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით მიწები ჩამოართვეს,რამაც იგი იძულებული გახადა სამართლის საძიებლად “მარადიული ქალაქის” გზას დადგომოდა.

ნიკოლო პაგანინი – “ეპიზო

ვენეციაში ყოფნის პერიოდში გენიალურმა იტალიელმა მევიოლინემ - ნიკოლო პაგანინიმ (1782-1840 წლები) “სან-სამიუელის” თეატრში მოღვაწე ულამაზესი გოგონა – ანტონია ბიანკა გაიცნო,რომელთანაც თანაცხოვრებაშიც 1825 წლის 23 ივლისს ვაჟი,სახელად – აქილინო შეეძინა.

წმინდა მაკარი დიდი ეგვიპტელი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,სათნო ბუნებითა და ასკეტური ცხოვრების წესით გამორჩეული “სულიერი საუბრების” ავტორი – წმინდა მაკარი დიდი ეგვიპტელი (300-391 წლები) მთელი თავისი შეგნებული და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა,რომ არა მხოლოდ არ მოეკლა არც ერთი სახის სულიერი არსება,არამედ ელემენტარული ზიანიც კი არ მიეყენებინა მათთვის.

ხალხური პოეზიიდან…

ერთხელ შენც გნახე სიკვდილო,

ჩაგძინებოდა მთაზედა.

“დამაკვირდი”

1. “ეჰ,ამ ცხოვრებას ჩვენ ვერ შევცვლით,მხოლოდ ესაა,ჩვენი სინდისის წინაშე თუ ვიქნებით მართალნი, – მეტი არაფერი მოგვიხერხდება”. – სიმონ ყაუხჩიშვილი

არისტოტელეს ოჯახის წევრების შესახებ…

ძვ.წ.აღ-ით 326 წელს ათენში გარდაიცვალა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და მეცნიერის – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) მეუღლე – პითიასი,რომელთანაც თანაცხოვრებაში სწავლულს ერთი გოგონა შეეძინა.გოგონას არისტოტელემ მეუღლის სახელის მსგავსად – პითიასი დაარქვა.