Daily Archives: ნოემბერი 19, 2014
აკაკი წერეთელი – “ჩემი აღსარება”
“სულითა და გულით ქართველი ვარ,პატრიოტი.სამშობლოს კეთილწარმატება,მიტომ მენატრება,რომ ის პირნათლად,მჭიდროდ შეუკავშირდეს ფერადოვან მსოფლიოს.სიტყვა “პატრიოტი” დღეს ზოგიერთებისაგან საკიცხავ სიტყვად არის გადაქცეული.
ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან – “მონადირე”
“შენ (მწერალი გულისხმობს ხარჯიხვებს) კი მხოლოდ ჩვენს ცაში ატყორცნილ მთებს შემორჩი.შენ,შენ ერთმა ისწავლე სიცივით თბობა,შიმშილით ძღომა და წყურვილით დაოკება წყურვილისა.
ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “ცხენის თავგადასავალი”
“იმ კაცთაგან ბევრი ვინმე,რომელიც,მაგალითად,მე თავის ცხენად მომიხსენიებდა,არც მიტარებია როდისმე,მაგრამ სხვებს კი დავატარებდი.ჭამითაც ისინი კი არ მაჭმევდნენ,სულ სხვა ხალხი მიურვებდა და მაჭმევდა.სიკეთეც მათ კი არ უქნიათ ჩემთვის,აი იმათ – თავიანთ ცხენად რომ მომიხსენიებდნენ,არამედ – ქუჩერებს,ბეითლებს,საერთოდ სულ გარეშე ხალხი მპატრონობდა.
მუხრან მაჭავარიანი – “საქართველო”
ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორ-ველი,
ვინც არ უნდა იყოს იგი – ფინელი თუ ინდოელი,
ნიკო ლორთქიფანიძის დიდებული ნოველა – „უკვდავება”
„მთის თხემიდან ადამიანი დაბლა-დაბლა მოდიოდა. თმაგაწეწილი იყო, ფეხშიშველი, ავადმყოფი. მაინც უხაროდა, რომ მწვერვალის ნისლსა და ბურუსს განშორდა და ამაყად ადგამდა ფეხს: სიამოვნებით უყურებდა განათებულს, ცოცხალ სოფელ-ქვეყანას.
“ბაზალეთის შავბნელი ბრძოლის” შემდგომ…
ბედუკუღმართი და ბედდამწვარი საქართველოს ისტორიის სისხლით გაჯერებულ ფურცლებზე ძმათამკვლელი ომების ქარიშხალი არაერთხელ არის აღწერილი.აღნიშნულ პოსტში შევეხები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ავადსახსენებელი მოვლენის – “ბაზალეთის ბრძოლის” (1626 წლის გვიანი შემოდგომა) შემდგომ განვითარებულ ერთობ ამაღელვებელ,სამარცხვინო და ყურადსაღებ ფაქტს.მას შემდეგ,რაც ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ძმათამკვლელი ბრძოლა დასრულდა,თეიმურაზს იმერელი ტყვეები მიჰგვარეს.
ისკანდერ მუნში – ლუარსაბ მეფისა და ქართველების შესახებ წერდა…
” …და მისცა შაჰ აბასმა ლუარსაბ მეფეს ტფილისის ვილაიეთი,საქართველოს განთქმული ქალაქი,რომლის ციხესიმაგრეს თავი მარჩვიბის ვარსკვლავედის თაღამდე ჰქონდა აღმართული… ხოლო ხსენებული ლუარსაბი იყო საოცრად მომხიბლავი,მშვენიერი სახისა,მოხდენილი ყმაწვილი.
ალავერდი-ხანი (უნდილაძის) შესახებ…
ალავერდი-ხანი (უნდილაძე) – წარმოადგენდა XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს (გამაჰმადიანებულ ტომით ქართველ) ირანელ პოლიტიკურ მოღვაწესა და საქართველოს დაუძინებელი მტრის, ირანის შაჰის აბას I-ის რეფორმების სულისჩამდგმელსა და განმახორციელებელს.