Monthly Archives: ივნისი 2015

ივანე აივაზოვსკი – “ეპიზოდი”

სომხური წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა უდიდესმა რუსმა მარინისტმა და პეიზაჟისტ-მხატვარმა – ივანე აივაზოვსკიმ (1817-1900 წლები),ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე მშობლიურ ქალაქ – ფეოდოსიაში ცხოვრების პერიოდში,თავისივე გამომუშავებული ფულით დააარსა ხელოვნების სკოლა და სამხატვრო გალერეა.

ფრანსისკო ფრანკოს შესახებ…

ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე – ესპანეთის სამეფოში, 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე ესპანეთის მეორე რესპუბლიკის  პრეზიდენტის – მანუელ ასანიას არმიასა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანეთის არმიის გენერლებს შორის ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,რასაც ოფიციალური ცნობების თანახმად 550 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წითელი რომბის სიმბოლო…

როგორც ცნობილია,ნობელის პრესტიჟული პრემიის სამგზის ლაურეატი – “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი”,დაარსებული იქნა 1863 წელს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დიდი შვეიცარიელი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის – ჟან ანრი დიუნანის (1828-1910 წლები) მიერ.

ჩჟუ ჰოუჩჟაოს შესახებ…

ჩჟუ ჰოუჩჟაო (1491-1521 წლები) – წარმოადგენდა ჩინეთის რიგით მეათე იმპერატორს მინის დინასტიიდან,რომელიც გამოირჩეოდა ერთობ ოდიოზური და სახელმწიფოს მმართველისათვის შეუფერებელი საქციელებით.

ურაკამის სასაფლაოს საოცარი სახელწოდება…

მსოფლიოში რომ უამრავი უცნაური და უჩვეულო სახელწოდების მქონე სხვადასხვა სახის დაწესებულება არსებობს,ახალი ამბავი არავისთვის არის.ამის ერთ-ერთ ყველაზე თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს “ამომავალი მზის” ქვეყნის – იაპონიის ტრაგიკული ისტორიით ცნობილი ქალაქის – ნაგასაკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ის ურაკამის რაიონი,

საინტერესო ფაქტები – “აშშ-ის კონსტიტუციის” შესახებ…

1. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია,რომლის შექმნაზეც მუშაობა დასრულებული იქნა 1787 წლის 17 სექტემბერს,ძალაში შევიდა 1789 წელს და იგი 4 400 სიტყვისაგან შედგება.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აშშ-ის უზენაესი კანონის ჩაწერა დაევალა პენსილვანიის გენერალური ასამბლეის კლერკს – ჯეიკობ შალუსს,რომელსაც აღნიშნული საქმისათვის ჯილდოდ 30 $ გადასცეს.

ანდრე მარი ამპერი

1775 წლის 20 იანვარს საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაბადებული გენიალური ფრანგი ფიზიკოსის,მათემატიკოსისა და ელექრომაგნეტიზმის ფუძემდებლის – ანდრე მარი ამპერის წინაპრები,ძირითადად ლიონში მაცხოვრებელი ხელოსნები იყვნენ.

ტიბერიუს კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსის შესახებ…

ტიბერიუს კლაუდიუს ნერონ გერმანიკუსი (ძვ.წ.აღ-ით 15 – ახ.წ.აღ-ით 19 წლები) – წარმოადგენდა ძველი რომის იმპერიის ისტორიაში იმ ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო მოღვაწეს,კონსულსა და მხედართმთავარს,რომელიც არა მარტო თანამემამულეებს უყვარდა განუზმოლად,არამედ მისი მტრებიც კი უდიდეს პატივს მიაგებდნენ.

ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„ერთხელ, თურმე ორი დიდი ხნის უნახავი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს, ერთი დაღვრემილი, მეორე – მხიარული.

ქაბულის ზოოპარკი – “ეპიზოდი”

ცენტრალურ აზიაში მდებარე – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა (28,4 მილიონი ადამიანი) მრავალეთნიკური ხალხებისაგან შედგება.ქვეყანაში დომინირებადი რელიგია – ისლამია და მოსახლეობის 90%-ს მუსულმანური რწმენის მქონე ადამიანები შეადგენენ.