Monthly Archives: თებერვალი 2016

საინტერესო ფაქტი…

ლათინური ამერიკის კოლონიზაციის საწყის პერიოდში (XV საუკუნე),კონკისკადორები ამა თუ იმ ტომის ინდიელ ქალებს მშობიარობის დროს კატეგორიულად უკრძალავდნენ ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშულების გამოყენებას (როგორც ცნობილია,აცტეკებს გააჩნდათ სხვადასხვა სახეობის მცენარეებისაგან დამზადებული რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი საშუალება).

გრიგოლ IX – “ეპიზოდი”

როგორ ცნობილია,რომის პაპს 1227-1241 წლებში – გრიგოლ IX-ეს თავისი ცრურწმენის გამო საშინლად სძულდა კატები და მათ ეშმაკის მსახურებაში ოფიციალურად სდებდა ბრალს.

დალილა ბედიანიძე – “ო,სიყვარულო”

ო,სიყვარულო,ეს შენ ხარ მხოლოდ

ჩემი სასჯელი და ჩემი ჯილდო.

ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია…

“ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე ემუქრება ყველას.მათ შორის იმათაც,ვისაც დღესდღეობით თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხელქვეითები ემორჩილებიან”.

სიკვდილმისჯილი სიკვდილით დასჯის მოლოდინში…

“ჭეშმარიტად უსაზღვრო სიმკაცრე იყო,რომ სიკვდილის განაჩენის აღსრულებას დღეობით,კვირაობით,თვეობით აჭიანურებდნენ,ასეთი დაყოვნების მიზეზი სულაც არ იყო იურიდიული ფორმალობა და არც პატიების თხოვნაზე პასუხისათვის ცდა.

ჰანს ფალადას რომანიდან – “სიკვდილის დროს ყველა მარტოა”

“ვერაფერს გაიგებ კაცი,როგორი ეშმაკიც არ უნდა იყო,შენზე ჭკვიანები მუდამ მოიძებნებიან”.

ჩვენი “ოთხფეხა მეგობრების” რეპრესიები საბჭოთა კავშირში…

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად,სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი მილიონობით საბჭოთა მოქალაქესთან ერთად,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები – ძაღლებიც იქცნენ.ალბათ,ძალიან ცოტამ თუ უწყის იმის შესახებ,რომ 1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა სპეციალური დეკრეტი,რომლის თანახმადაც “წითელი იმპერიის” მოქალაქეებს მკაცრად ეკრძალებოდათ დეკორატიული ჯიშის ძაღლების საკუთრებაში ყოლა.

ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”

ერთ დღეს,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ – ტომას ალვა ედისონმა (1847-1931 წლები) სახლში მყოფ დედას სკოლის მასწავლებლის წერილი გადასცა.

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი – “ეპიზოდი”

ჩარლზ პროტეუს შტეინმეცი (1865-1923 წლები) – წარმოადგენდა გერმანული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ინჟინერ-ელექტრიკოსს,რომელსაც ზედსახელად მოიხსენიებდნენ,როგორც – “ჯადოქარი სტენეკტადიდან”.

უარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფასეულ საჩუქარს!

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ და საგანძურად აღიარებული დათვისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველების – პანდების გაყვანა სასტიკად იკრძალება.