Monthly Archives: თებერვალი 2016
იცით თუ არა,რომ
1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანლის – მაო ძედუნის პირადი ექიმის – ლი ცჰიუსის გადმოცემის თანახმად,ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის უსაყვარლეს აფორიზმს წარმოადგენდა: “ადამიანები ყველაზე ხშირად საკუთარი გრძელი ენის გამო იღუპებიან…”
ანვარ ალ-სადათი – “ეპიზოდი”
სუდანური წარმომავლობის მქონე ეგვიპტის რიგით მესამე პრეზიდენტმა – ანვარ ალ-სადათმა (1918-1981 წლები) 1977 წელს კაცობრიობას მაგალითი უჩვენა იმისა,თუ როგორ უნდა მიაღწიოს მშვიდობას ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილმა სახელმწიფოებმა.
დედოფალი ბეატრიქსი – “ეპიზოდი”
ნიდერლანდების სამეფოს დედოფლის ორანულ-ნასაური დინასტიიდან – ბეატრიქსის 33 წლიანი მმართველობის ეპოქა ქვეყნისათვის დიდი კეთილდღეობის მომტანი აღმოჩნდა.სწორედ მისი მმართველობისას მიიღო ნიდერლანდების პარლამენტმა მრავალი პროგრესული და დემოკრატიული კანონები.
დიოკლეტიანე – “ეპიზოდი”
გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანუსი (245-313 წლები) – წარმოადგენდა რომის იმ იმპერტატორს,რომლის ხელისუფლებაში მოსვლამაც ქვეყანაში დაასრულა ეგრეთ წოდებული “რომის კრიზისი მესამე საუკუნეში”.მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა მყარი მმართველობითი ფორმა – დომინატი და განისაზღვრა ფუნქციები,რომელთა თანახმად,იმპერატორი ხდებოდა სენატორთა შორის პირველი პრინცეპსი,რის შემდგომაც თავი სრული ძალაუფლების მქონე მმართველად გამოაცხადა.
ფრაზეოლოგია “რასიზმის” შესახებ…
1. “თუ ჩემს ძმობასა და მეგობრობას გადაწყვეტთ,თეთრკანიანი იქნებით თუ შავკანიანი,არავითარი მნიშვნელობა არა აქვს”.
ჰარი ტრუმენი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტი – ჰარი ტრუმენი (1884-1972 წლები),რომელმაც პირადად გასცა ბრძანება იაპონური ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბებით განადგურებისა,არასოდეს განიცდიდა ამ უდიდესი ტრაგედიის გამო სინდისის ქენჯნას.
დედოფალი თეოდორა – “ეპიზოდი”
ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინიანე I-ის მეუღლემ,დედოფალმა - თეოდორამ (დაახლოებით 500-548 წლები),რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხილი, და რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში,ბოსფორის სრუტის სანაპიროზე (კონსტანტინოპოლი) ყოფილი მეძავებისა და კურტიზანი ქალებისათვის სპეციალურად დააარსა მონასტერი.
იაკობ სვერდლოვი – “ეპიზოდი”
1919 წლის 16 მარტს მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის დახვრეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ებრაული წარმომავლობის მქონე ბოლშევიკი თავჯდომარე – იაკობ სვერდლოვი (1885-1919 წლები).
ჯონ კუინსი ადამსი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეექვსე პრეზიდენტი – ჯონ კუინსი ადამსი (1767-1848 წლები) დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდა ინტერვიუს ერთ-ერთ ამერიკელ ჟურნალისტ ქალს.
ანდრეი გრომიკოს რჩევა ახალბედა დიპლომატ ვაჟიშვილს…
საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად აღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრის – ანდრეი გრომიკოს (1909-1989 წლები) ამერიკანისტი და აფრიკანისტი ვაჟი – ანატოლი გრომიკო 1961 წელს გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლად დაინიშნა.