Monthly Archives: აგვისტო 2016
ამონარიდები ალექსანდრე კუპრინის მოთხრობებიდან…
“ხალხთან მიდგომაა საჭირო,მოხერხებული სიტყვის გამონახვა.სიტყვით რაც გინდათ ის დაჰპირდით – ალუმინის ბინები,რვასაათიანი სამუშაო დღე და საუზმედ ბივშტექსი.ოღონდ ეს დამაჯერებლად უნდა გააკეთოთ.გეფიცებით,რომ დაპირებებით თხუთმეტ წუთში ჩავაქრობ ყველაზე მძვინვარე ამბოხებას”. – (მოლოხი)
ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
1910 წლის 23 ნოემბერს (ახალი სტილით) ტულის ოლქში მდებარე სოფელ იასნაია-პოლიანაში დაკრძალული იქნა გამოჩენილი რუსი მწერალი და მოაზროვნე - ლევ ტოლსტოი.
“სამშობლოს დღე”
სამხრეთ ამერიკაში,კერძოდ,ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეულ ვიწრო სანაპირო ზოლზე განთავსებულ ქვეყანაში – ჩილეს რესპუბლიკაში,ყოველი წლის 18 სექტემბერს აღინიშნება დამოუკიდებკლობის დღე,რომელსაც ჩილეს მოსახლეობა – “სამშობლოს დღეს” უწოდებს.
სესილია თაყაიშვილი – “მუხლმოდრეკილი გეხვეწებით!”
“ვგრძნობ ძალიან ცუდათ ვარ,არ მცილდება ნახველში სისხლი.უსაშველო ხველა,ვიხრჩვები.რა კარგია კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად,გრძნობა ეკარგება და კვდება.რა ცუდია,როცა ყველაფერი გტკივა,დადიხარ და არ კვდები.
აბდულ ჰამიდ II-ის შესახებ…
როგორც ცნობილია,ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთანი – აბდულ ჰამიდ II (1842-1918 წლები),რომელსაც ზედსახელად “მკვლელი ტახტზე” უწოდეს,მეტად მშიშარა,თუმცა მკაცრი და მძინვარე რეპუტაციის მქონე ერთპიროვნული მმართველი გახლდათ.
ალექსეი სავრასოვი – “ჭილყვავები მოფრინდნენ”
“ჭილყვავები მოფრინდნენ” – წარმოადგენს ცნობილი რუსი მხატვარ-პეიზაჟისტისა და რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანების – “პერედვიჟნიკების” ერთ-ერთი ფუძემდებლის - ალექსეი სავრასოვის (1830-1897 წლები) მიერ 1871 წელს ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ სურათს.
ეპიზოდი აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებიდან…
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის (1809-1865 წლები) ერთ-ერთი კონკურენტი სენატის არჩევნებისას დემოკრატიული პარტიიდან – სტივენ არნოლდ დუგლასი მაქსიმალურად ცდილობდა,როგორმე დაემცირებინა მისი მოწინააღმდეგე.
როგორ შეურაცხყო მიქელანჯელო იულიუს II-მ?
როდესაც რომის პაპმა – იულიუს II-მ გენიალურ იტალიელ ხელოვანს – მიქელანჯელო ბუონაროტის “განკითხვის დღის” დახატვა შეუკვეთა,გიგანტური სამუშაოსაგან ქანცგაწყვეტილი მუდმივად ჩიოდა,რომ მისი საქმე მხატვრობა არ იყო და ტყუილად ვკარგავ დროსო (ცნობილია,რომ ბუონაროტი თავს არა მხატვრად,არამედ მოქანდაკედ მიიჩნევდა)
ჯორჯო ვაზარი “სიქსტეს კაპელას” შესახებ წერდა…
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი (1511-1574 წლები) იმდენად აღაფრთოვანა გენიალური მიქელანჯელოს მიერ ვატიკანში განთავსებული “სიქსტეს კაპელას” ვირტუოზული ხელოვნებით შესრულებულმა მხატვრობამ,რომ მან შემდეგი სიტყვები უძღვნა ამ უკვდავ ქმნილებას:
აბრაამ ლინკოლნი ამბობდა…
“ცდა იმისა,რომ მონობის ბორკილებს სხვები მიაჩვიოთ,ნიშნავს თქვენივე ხელებისა და ფეხებისათვის გაამზადოთ ბორკილები.როცა შეეჩვევით ფეხქვეშ გათელოთ სხვა ადამიანების უფლება,ამით საკუთარ თავისუფლებას დაკარგავათ და თქვენივე წრის წარმომადგენელი ვერაგი ტირანის სასურველი ქვეშევრდომი გახდებით.ნება მიბოძეთ,გითხრათ,რომ ამას გიმზადებთ ისტორიის ლოგიკა”.