Monthly Archives: იანვარი 2017
ამონარიდები კოტე ჯანდიერის მოთხრობიდან – “დაპატიჟება კინოში”
” – ჩემო კარგო,კალიგულას იმედის მოსპობა რომ არ მოენდომებინა,ყოველვარ მხეცობას აპატიებდნენ.სწორედ ეს ვერ აპატიეს და ხმლებით აჩეხეს”.
პიერ სიმონ ლაპლასის შესახებ…
დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე ფუნდამენტალური შრომების ავტორის,დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტი თავის მემუარებში წერდა – “დიდმა ასტრონომმა შეცოდა იმით,რომ იგი ცხოვრებას უსასრულოდ მცირე თვალსაზრისით განიხილავდა და განსჯიდაო”.
ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც თვითმკვლელობის მცდელობისას მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად 1890 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა გენიალური ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი - ვინსენტ ვილემ ვან გოგი,მისი ცხედარი თავშესაფარში (სადაც მან ცხოვრების უკანასკნელი წლები გალია) ბილიარდის მაგიდაზე დაასვენეს.
ფრანსისკო გოია – “ეპიზოდი”
რომში ჩასული რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის ემისრის უმთავრეს მიზანს,მონარქის ბრძანების აღსრულება წარმოადგენდა.ეკატერინეს ბრძანებით ემისარს მსოფლიოს მასშტაბით კონტაქტი უნდა დაემყარებინა სხვადასხვა ხელოვნების გენიალურ წარმომადგენლებთან და მათთან მოლაპარაკების წარმოების გზით ისინი რუსეთში მოღვაწეობის გაგრძელებაზე უნდა დაეთანხმებინა.
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
“არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს. ეს არის და ეს.” - ოსკარ უაილდი (დორიან გრეის პორტრეტი)
ამონარიდი ოსკარ უაილდის რომანიდან – “დორიან გრეის პორტრეტი”
“ადამიანის ცხოვრება ისე ხანმოკლეა,რომ სხვისი შეცდომების ტვირთად აკიდება რაღა საჭიროა? ყველა თავისი სურვილის მიხედვით ცხოვრობს და თავის ვალს თვითონვე იხდის.სავალალო და სამწუხარო მხოლოდ ის არის,რომ ადამიანს ერთი შეცდომის გამო ასე დაუსრულებლად სთხოვენ პასუხს და ანგარიშს უსწორებენ.თვით ბედისწერა ადამიანთან ანგარიშის გასწორების დროს არასოდეს მას ვალმოხდილად არ თვლის.
ორესტ კიპრენსკის შესახებ…
ერთ დილას,რომანტიზმის პერიოდის რუსი მხატვრის,გრაფიკოსისა და პორტრეტული ჟანრის დიდოსტატის – ორესტ კიპრენსკის (1782-1836 წლები) რომში განთავსებულ სახელოსნოში აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი მენატურე ქალის ცხედარი.
ის,რასაც არკადი გაიდარის შესახებ უმალავდნენ საბჭოთა სკოლებში ბავშვებს…
საბჭოთა კავშირის საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი რუსი საბჭოთა საბავშვო მწერლის სახელი,როგორიც გახლდათ - არკადი გაიდარი (1904-1941 წლები).არკადი გაიდარისა,რომელიც ავტორი გახლდათ იმ პერიოდისათვის ისეთი პოპულარული საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “თემური და მისი რაზმი”,”ტყის ძმები” და “ცხელი ქვა” (მწერლის უკანასკნელი ნაწარმოები).
ფაქტები არწივების შესახებ…
1. სტატისტიკური მონაცემების თანახმად,დღეისათვის ბუნებაში შავარდნისნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე მტაცებელი ფრინველის – არწივის 60 სახეობაა გავრცელებული.მათი გავრცელების უმთავრესი არეალებია – ევრაზიის,აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიები,დაწყებული უდაბნოებიდან,დამთავრებული ტყე-ტუნდრების ჩათვლით.
ბერძნული გვარის – “პაპადოპულოსის” შესახებ…
შუა საუკუნეების პერიოდში მაცხოვრებელი ადამიანი,რომელიც რაიმე ხელობის მფლობელი იყო,იმავე ხელობის ცოდნით ფასდებოდა საზოგადოების მხრიდან.მისი ოსტატობის შესახებ ინფორმაციები შვილებს,შვილიშვილებსა და სხვა მომავალ თაობებს გადაეცემოდა.ის კი არადა,ადამიანებისათვის თავიანთი ხელობა (მჭედლობა,ფეიქრობა და ასე შემდეგ) ხდებოდა მათივე გვარის განმსაზღვრელი უმთავრესი საშულებაც კი.