Monthly Archives: თებერვალი 2017

ჰიპონაქსი – “ეპიზოდი”

როგორც მრავალი ისტორიული წყარო ირწმუნება,პაროდიული ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძველ ბერძენი პოეტი – ჰიპონაქსი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) არა მხოლოდ ერთობ სარკაზმული და ვულგარული ხასიათის მქონე ლექსების წერით,არამედ საშინელი ფიზიკური აღნაგობითაც გამორჩეული პიროვნება ყოფილა (მას ახასიათებდნენ,როგორც მსოფლიოში ყველაზე მახინჯ მამაკაცს).

ძველ ბერძენ გენიოსთა ნაკვესები…

“თუ არ გიმტყუნებს მეხსიერება,გულმოდგინება და მოთმინება,თუკი არ დაგღლის ნიადაგ შრომა,სიარული და ძილნაკლულობა, და თუკი ყინვა ვერას დაგაკლებს და ვერც შიმშილი დაგაჩოქებს,

რა ტყუილი არ აპატიეს შარლ პეროს?

კლასიციზმის ეპოქის დიდი ფრანგი მეზღაპრე,პოეტი,მოაზროვნე და კრიტიკოსი - შარლ პერო (1628-1703 წლები) გახლდათ ავტორი სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი და სპეციალურად მათთვის დაწერილი პირველი წიგნისა მსოფლიოში – “დედაჩემი ბატის ზღაპრები ანუ გარდასულ დროთა დამრიგებლური ამბები და ზღაპრები”.

სტეპან ბანდერა – “ეპიზოდი”

უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – სტეპან ბანდერა (1909-1959 წლები) ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეული ბავშვი ყოფილა.სწორედ მისი სუსტი ჯანმრთელობა გახლდათ ის უმთავრესი მიზეზი,რის გამოც ბანდერას ორჯერ ერთქვა უარი “პლასტში” გაწევრიანებაზე (უკრაინის ნაციონალური სკაუტური მოძრაობა).

მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “ეპიზოდი”

სმენადაქვეითებული ესპანელი იდალგოს – როდრიგო დე სერვანტესის ვაჟის – მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616 წლები) შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ადრეული ვერსია ირწმუნებოდა,რომ ოჯახში შექმნილი გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უკვდავი ლიტერატურული ქმნილების “დონ კიხოტის” ავტორი ახალგაზრდულ ასაკში იძულებული იყო სხვადასხვა სახის დანაშაულებები ჩაედინაო.

საადი შირაზელის ერთი შესანიშნავი რობაია

ზურგს უკან ჩემზედ აუგს თხზავენ მდაბლად მხედები,

სიმართლის წერით ბრიყვებს,ალბათ,ფეხქვეშ ვედები,

იოანე III დუკა ვატაცე – “ეპიზოდი”

ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1204-1261 წლებში არსებული ნიკეის იმპერიის იმპერატორი – იოანე III დუკა ვატაცე (1192-1254 წლები) გარდა შესანიშნავი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა,ერთობ თავმდაბალი,კეთილი და რბილი ბუნებითაც ყოფილა გამორჩეული.

მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს შესახებ…

XVII საუკუნის ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებულ გენიალურ იტალიელ მხატვარს – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1573-1610 წლები) რიგი ბიოგრაფებისა მეტად რთული და სასტიკი ბუნების მქონე პიროვნებად ახასიათებდნენ,რასაც მის მიერ განვლილი ცხოვრების პერიპეტიებიც მოწმობენ.

იცით თუ არა,რომ

1. ძველი რომაელები ფილოსოფიას “ბერძნების გამოგონებად” მიიჩნევდნენ,რის გამოც მის მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება გააჩნდათ.

ნიკოლა ტესლას რამდენიმე უცნაური თვისება

სერბული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსს,ინჟინერსა და გამომგონებელს – ნიკოლა ტესლას (1856-1943 წლები),ისევე როგორც სხვა მრავალ გენიოსს,ერთობ უცნაური თვისებები ახასიათებდა.