Monthly Archives: თებერვალი 2015
“დამაკვირდი”
1. “ადამიანი კუნძული როდია მარტოდ გარიყული,იგი მიწისა და ცის ნაწილია.ზღვამ რომ ერთი ბელტი წალეკოს,ქვეყანას ისიც დააკლდება; იგი შენც დაგაკლდება.ამიტომ ნურასოდეს იკითხავ,ვის უხმობს ზარი?! იგი გიხმობს შენ” – ერნესტ მილერ ჰემინგუეი
სტუდენტები – “ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში,სტუდენტების მიმართ გარკვეული მკაცრი წესები მოქმედებდა.მათ არ შეეძლოთ ეტარებინათ დანა,ხმალი და სხვა სახეობის იარაღი.გარდა ამისა ეკრძალებოდათ 21;00 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლაც კი…
სკვითების უცნაური გზავნილი დარიოს I-ს…
”ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტე ჰალიკარნასელის (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები) გადმოცემის თანახმად,სპარსეთის მეფემ დარიოს I-მა სკვითების ელჩისაგან შემდეგი სახის მეტად უცნაური გზავნილი მიიღო (იმ პერიოდისათვის სკვითებმა წერა არ იცოდნენ): ქათამი,ბაყაყი,თაგვი და რამდენიმე ისარი.
ინდუსები – “ეპიზოდი”
როდესაც ინდოეთში მაცხოვრებელ ინდუსს ეკითხებიან,თუ რატომ მიირთმევენ ისინი ამა თუ იმ კერძს ხელებით და არა ჩანგლისა და კოვზების საშუალებით,ისინი პასუხობენ: “ასე უფრო გემრიელიაო”, – და ამაში არის კიდეც თავისი წილი ჭეშმარიტება.
სხვადასხვა ხალხების ანდაზები
1. “არ არსებობს ადამიანი მწუხარების გარეშე; და თუკი ასეთი არსებობს,ის ადამიანი არ არის”. – (თურქული ანდაზა)
ნიკო ლორთქიფანიძე – “ეპიზოდი”
როგორც დიდი ქართველი მწერლის - ნიკო ლორთქიფანიძის ბიოგრაფები ირწმუნებიან,იგი პატივმოყვარეობისაგან ძალიან შორს მდგარა.გაურბოდა რეკლამასა და პომპეზურ საღამოებს.ერიდებოდა საჯარო გამოსვლებსა და საჯაროდ თავის ქების მოსმენასაც.
ნოე ჟორდანია “წინაპართა” შესახებ წერდა…
“ადამიანი თავის წინაპართა მემკვიდრეობის ტყვეა.მისი ცხოვრება მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული იმ გენით,რომლის მატარებლადაც გვევლინება.პიროვნება დაბმულია თავისი წარსულით,იმ ერთობ გრძელი საბელით,რაც მას არ ანებებს მიხვევ-მოხვევას,შორეულ გზებზე გადასვლას,რომ საბელს მოსწყდეს და სადმე უცნობ და უცხო ნიადაგზე გადავარდეს.
მიხეილ ჯავახიშვილის მიმართვა მოწინააღმდეგე ქართველ მწერლებს…
გენიალურმა ქართველმა მწერალმა და დიდმა ქართველმა მამულიშვილმა - მიხეილ ჯავახიშვილმა,რომელსაც პროლეტარული მწერლობის ქართველი წარმომადგენლები “ხალხის მტრობაში” სდებდნენ ბრალს,ერთ-ერთი გამოსვლისას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“თეთრი დროშა” – (ეპიზოდი)
“თეთრი დროშა” – ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვავე დანიშნულების მატარებელი სიმბოლო გახლდათ.თანამედროვე პერიოდში კი იგი “უსიტყვო კაპიტულაციასთან” და “მტერთან დანებებასთან” ასოცირდება.
მასაბუმი ჰოსონო – “ეპიზოდი”
მასაბუმი ჰოსონო (1870-1939 წლები) – წარმოადგენდა ტრაგიკულად დაღუპული ბრიტანული ტრანსატლატიკური ხომალდის “ტიტანიკის” ერთადერთ იაპონელ მგზავრს,რომელიც გადაურჩა სიკვდილს.