Monthly Archives: თებერვალი 2016
ტომას ალვა ედისონი – “ეპიზოდი”
1889 წელს დიდი ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე - ტომას ალვა ედისონი (1847-1931 წლები),როგორც “საუკუნის გენიალური პიროვნება” მიწვეული იქნა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე,რა დროსაც იგი საფრანგეთის ხელისუფლებამ “საპატიო ლეგიონის ორდენით” დააჯილდოვა.
ვან კლიბერნი – “ეპიზოდი”
1958 წელს ვირტუოზი ამერიკელი პიანისტი და მუსიკოსი – ჰარვი ლეივენ “ვან” კლიბერნ-უმცროსი (1934-2013 წლები) საბჭოთა კავშირის დედაქალაქს – მოსკოვს ეწვია,რათა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის პირველ საერთაშორისო კონკურსში მიეღო მონაწილეობა (ცნობისათვის,აღნიშნული კონკურსის ლაურეატები შემდგომ წლებში გახლდნენ ისეთი სახელოვანი ქართველი მუსიკოსები,როგორებიც არიან – ელისო ვირსალაძე,ლიანა ისაკაძე,პაატა ბურჭულაძე,რუსუდან გვასალია,ხიბლა გერძმავა და ბესიკ გაბიტაშვილი).
ამონარიდები ფრენსის ბრეტ ჰარტის თხზულებებიდან…
“არსებობენ ადამიანები,რომელთა წიგნიერი ცოდნა წინა კვირის გაზეთს იქით არ მიდის”. - (კალავერასელი ბრაუნი)
რა გახდა უორენ გამალიელ ჰარდინგის გარდაცვალების მიზეზი?!
პოკერის,გოლფისა და სუსტი სქესის წარმომადგენელთა თავგადაკლული მოყვარული სენატორი ოჰაიოს შტატიდან – უორენ გამალიელ ჰარდინგი (1865-1923 წლები) ნამდვილ “შავ ცხენად” იქცა რესპუბლიკური პარტიისათვის აშშ-ი 1921 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს (“შავი ცხენი” წარმოადგენს ტერმინს,რომელიც იმ მოულოდნელად ძლიერ კანდიდატს აღნიშნავს,რომლის პრეტენზია გამარჯვებაზე ადრეულ ეტაპზე არ განიხილებოდა).
რობერტ ლუის სტივენსონი – “ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერალი და პოეტი - რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894 წლები) ოჯახთან ერთად 1890 წელს საცხოვრებლად წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – სამოაში გადავიდა.
პითაგორა – “ეპიზოდი”
როგორც რიგი ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის – “პითაგორეიზმის” ფუძემდებელი ფილოსოფოსი და საყოველთაოდ ცნობილი “პითაგორას თეორემის” მათემატიკოსი ავტორი - პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 570-490 წლები) კვების მხრივ ვეგეტარიანული პრინციპების დამცველი გახლდათ.
ფრაზეოლოგია „ალკოჰოლიზმის” შესახებ…
1. „ალკოჰოლური სასმელების მიერ გამოწვეული მავნებელი შედეგების შესახებ ათეულობით წიგნია გამოცემული, და ეს მაშინ, როდესაც მისი დადებითი თვისებების შესახებ ერთი ბროშურაც კი არ არის გამოქვეყნებული”.
არიელ შარონი – “ეპიზოდი”
იერუსალიმის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ისრაელის არმიის 25 წლის ოფიცერმა და ისრაელის სახელმწიფოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა - არიელ შარონმა (1928-2014 წლები) გაიცნო გოგონა,სახელად მარგალიტა (ივრითული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – მარგალიტს).
ნელ გვინი – “ეპიზოდი”
ნელ გვინი (1650-1687 წლები) – წარმოადგენდა იმ ინგლისელ მსახიობ ქალს,რომელმაც სახელი გაითქვა,როგორც ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის – ჩარლზ II-ის ფავორიტმა ქალბატონმა.
იური ანდროპოვი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის – იური ანდროპოვის (1914-1984 წლები) ვაჟზე (პირველი ქორწინებიდან) – ვლადიმერ ანდროპოვზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია მშობლების განქორწინებამ.