Monthly Archives: მარტი 2016
მარი-ანტუანეტის შესახებ…
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მწერლისა და კრიტიკოსის – შტეფან ცვაიგის წიგნში – “მარი ანტუანეტი: ორდინარული ხასიათის პორტრეტი”,კარგად არის ასახული თავისი ტრაგიკული აღსასრულით ცნობილი საფრანგეთის დედოფლის – მარი-ანტუანეტის (1755-1793 წლები) ბიოგრაფია.
რატომ განაცხადა ლევ ტოლსტოიმ უარი ქართველ სარძლოზე?
როგორც ცნობილი გახდა,რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) ტულის გუბერნიაში განსაკუთრებული დავალებით მივლენილი ვაჟი – ანდრეი ტოლსტოი ულამაზეს ქართველ თავადის ქალზე – ელენე გურიელზე ყოფილა შეყვარებული და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა.
“ბულბული”
ერთ-ერთ შორეულ ქალაქში გალიის ბულბულების პირველობა ჩატარებულა გალობაში.კონკურსში მონაწილე თითოეულ ბულბულს ათი წუთი ჰქონია მიცემული და ამ ათ წუთში უნდა ემღერა,რაც იცოდა.
ტარიელ ჭანტურია – “სიტყვა-მოგზაური”
“ვინ ჯეიმზ კუკი,ვინ მიკლუხო მაკლაი! – სიტყვაზე დიდი მოგზაური არ არსებობს.იგი ყველგანაა ნამყოფი.ყველა კონტინენტი მოვლილი აქვს.მთვარეზეცაა ასული (თუ ჩასული…).კოსმოსშიც ბევრი უტრიალია,მეძავის კალთაში ღამეები უთევია,
ანრი მატისი – “ეპიზოდი”
1934 წელს ამერიკელმა გამომცემელმა – ჯორჯ მეისმა გადაწყვიტა ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი მწერლის – ჯეიმზ ჯოისის მიერ დაწერილი რომანი – “ულისე” გამოეცა.წიგნისათვის საჭირო ილუსტრაციების დახატვა მან გენიალურ ფრანგ მხატვარსა და სკულპტორს - ანრი მატისს (1869-1954 წლები) შეუკვეთა.
აგათა კრისტი – “ეპიზოდი”
დეტექტიური ჟანრის დიდ ინგლისელ მწერალ ქალს - აგათა კრისტის (1890-1976 წლები),თავისი შემოქმედების ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა:
ლუსიენ გიტრი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ რესტორანში მოსაუზმე გამოჩენილ ფრანგ მსახიობსა და დრამატურგს – ლუსიენ გიტრის (1860-1925 წლები) ოფიციანტმა შემწვარი კიბორჩხალები მიართვა.მალევე,ლუსიენმა ოფიციანტს თავისთან უხმო და ჰკითხა:
ფრაზეოლოგია „8 მარტის” შესახებ…
1. „ – როგორ გაატარე 8 მარტი?
- ზღაპრულად! შევხვდი მშვენიერ პრინცს,რომელმაც მთელი დღე ხელის გულით მატარა,ამავსო საჩუქრებით და მიძღვნა უამრავი კომპლიმენტი.
მარკ ტვენი – “ეპიზოდი”
ერთხელ დიდი ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტისაგან – მარკ ტვენისაგან (1835-1910 წლები) მისმა მეგობარმა – ჰარი დუნკანმა – 500 ამერიკული დოლარი ისესხა და იქვე დაპირდა,რომ თუკი არ მოკვდებოდა,ნასესხებ თანხას არაუმეტეს ერთი თვის ვადაში დაუბრუნებდა.
უინსტონ ჩერჩილი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 1945 წლის 17 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით,გერმანიის ქალაქ პოტსდამში მეორე მსოფლიო ომის სამი უმთავრესი მოკავშირის – საბჭოთა კავშირის,აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებების პირველ პირთა უმაღლესი დონის შეხვედრები მიმდინარეობდა.