Monthly Archives: აგვისტო 2016
მარკუს ავრელიუსი – “ეპიზოდი”
რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის (121-180 წლები) მმართველობის პერიოდი განსაკუთრებით კეთილისმყოფელი აღმოჩნდა მონებისათვის:
ნიკოლო მაკიაველის გენიალური ქმნილებიდან – “მთავარი”
“თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი,ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს,ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან,მელას – მგლებისაგან.მაშასადამე,მელა უნდა იყო,რომ შენიშნო გველი, და ლომი,რომ დაიფრინო მგლები.მას,ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს,ბევრი არ ესმის”.
“ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული…”
“მოწყალე და მოსიყვარულე შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრიგი კი არ არის,არამედ მტრულ ძალთა ქაოსია,გასრესასა და განადგურებას რომ უქადის კაცს.ეს არის სამყარო,სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა! ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული,
რატომ ხდებოდა ხშირად ვანდალიზმის მსხვერპლი სილვია პლათის სასაფლაო?
1963 წლის 11 თებერვალს საკუთარ სამზარეულოში გაზით მოწამვკლის შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ქალმა - სილვია პლათმა.
„მევახშეობის” ისტორიიდან…
ფულის გაცემა პროცენტის მიღების სანაცვლოდ,რაც ესოდენ ცუდ ტონად გახლავთ მიჩნეული და რომელსაც – “ვახშის” სახელით ვიცნობთ დღესდღეობით,იმ უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს,როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფულადი ნომინალი მიმოქცევაში.თუმცა მაშინ ფულის ნაცვლად ვახშს გასცემდნენ ნატურალური პროდუქტების,მაგალითად,მარცვლეულისა და პირუტყვის სახით.
კარლ გუსტავ იუნგი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი,ანალიტიკური და ღრმა ფსიქოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელი - კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წლები), 1933-1939 წლებში რედაქტორობდა სამეცნიერო ჟურნალს,რომელშიც დიდ მხარდაჭერას გამოხატავდა გერმანელი ნაცისტებისა და მათ მიერ წარმოებული შიდა რასობრივი პოლიტიკის მიმართ.
პისისტრატოსი – “ეპიზოდი”
ათენის ტირანი მმართველი - პისისტრატოსი (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 602-527 წლები),რომელიც ცდილობდა,რომ ათენი ერთ-ერთ უმსხვილეს რელიგიურ ცენტრად გადაექცია,მეტად საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.
იცით თუ არა,რომ
1. ურნანსეს დინასტიის მეხუთე შუმერი მმართველის (ლაგაშის მეფის) – ენთემენას (მმართველობის პერიოდი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 2360-2340 წლები) არქივის მწერლის მიერ შედგენილ დოკუმენტში,კაცობრიობის ისტორიაში პირველად არის მოხსენიებული სიტყვა – “თავისუფლება”.შუმერულ ენაზე ეს ულამაზესი სიტყვა გამოითქმებოდა,როგორც – “ამარგი”.
ამაზრზენი ფაქტები “პაპიზმის” ისტორიიდან…
თავდაპირველად,ტახტზე ასვლის დროს რომის პაპები სახელს არ იცვლიდნენ.სახელის ცვლილების წესი დამკვიდრებული იქნა მხოლოდ 956 წელს კარდინალ ოქტავიანეს ინიციატივით,რომელიც თავის მხრივ,პაპის ტახტზე იოანე XII-ს სახელწოდებით ავიდა.
რა იყო უმთავრესი მიზეზი “გამომთვლელი მანქანის” შექმნისა?
1639 წლის დამლევს,გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,მექანიკოსისა და ფიზიკოსის - ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) მამა – ეტიენ პასკალი (1588-1651 წლები),კარდინალ რიშელიეს ბრძანებით,დანიშნული იქნა რუანის ინტენდანტად,რის შემდგომაც პასკალების ოჯახი რუანში გადასახლდა.