Monthly Archives: ნოემბერი 2017

ამონარიდები სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა”

„მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმეთა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, – რომ მათის საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება”.

ჯორჯ ვაშინგტონი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილია,რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთობ გავრცელებული იყო მონათმფლობელობის სოციალური წყობა.

დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც ცნობილია,ძველი რომაელები ყოველი მსხვერპლშეწირვის დროს თავსაბურავს იხურავდნენ.ცნობილია ისიც,რომ ქვეშეთის ღმერთებისადმი მიძღვნილი მსხერპლშეწირვისას ისინი შავი ფერის თავსაბურავით იმოსებოდნენ.

საშუალო ტემპერატურა – „ეპიზოდი”

დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა + 14,8 გრადუს-ცელსიუსია.თუმცა უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში და წლის სხვადასხვა პერიოდებში იგი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ჯეინ სეიმურის შესახებ…

ინგლისის მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის (1491-1547 წლები) რიგით მესამე მეუღლე (სულ მეფეს ექვსი ცოლი ჰყავდა) - ჯეინ სეიმური (1508-1537 წლები),მონარქთან ახლო ურთიერთობით ჯერ კიდევ მაშინ იწონებდა თავს,როდესაც ცოცხალი გახლდათ ჰენრის რიგით მეორე ცოლი – ანა ბოლეინი.

„ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი” – (ეპიზოდი)

1635-1636 წლებში დიდებულმა ნიდერლანდელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა - ანტონ ვან დეიკმა დახატა ტილო,სახელწოდებით - „ჩარლზ I-ის სამმაგი პორტრეტი”,რომელიც იმთავითვე იქცა მისი ზღაპრული შემოქმედების ერთ-ერთ გვირგვინად.

ლუკიანე სამოსატელი – „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია”

„ისტორიის აღმწერს ერთი მოვალეობა აქვს – მოჰყვეს ისე, როგორც მოხდა. ამას იგი ვერ მოახერხებს, თუ არტაქსერქსესის ექიმია და ეშინია მისი, ანდა იმედი აქვს, რომ თავის თხზულებაში ჩართული ხოტბის საზღაურად მეწამულ კანდისს, ოქროს ყელსაბამს და ნისეურ ცხენებს მიიღებს.

„XII საუკუნის ბიოლოგიური იარაღი”

1098 წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა „წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო-ჰოსპიტალური ორდენი”.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ამის მიზეზად ფრიად საინტერესო გარემოებას ასახელებდნენ.

ტამილების უცნაური ტრადიცია

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განთავსებულ ტამილნადის შტატში მაცხოვრებელ ხალხში – ტამილებში ერთი ფრიად უცნაური რელიგიური ტრადიციაა გავრცელებული.

ალექსი I – „ეპიზოდი”

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში მრავლად მოიპოვება ისეთი ოდიოზური თვისებების მატარებელი მმართველები,რომელთაგან ერთნი,იმის გამო,რომ არ უყვარდათ პოეზია,სიკვდილით სჯიდნენ პოეტებს; მეორენი კი,იმის გამო,რომ სძულდათ ყოველგვარი ხელოვნება,მუსრს ავლებდნენ ხელოვნების ნიმუშებს.