Monthly Archives: იანვარი 2018
მეტიუ ფლინდერსი – „ეპიზოდი”
ავსტრალიის დიდმა ინგლისელმა მკვლევარმა - მეტიუ ფლინდერსმა (1774-1814 წლები),რომელმაც პირველმა დაადგინა,რომ „ახალი ჰოლანდია” (ასე მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში ავსტრალიას) ერთიანი,დამოუკიდებელი მატერიკია,გახლავთ ის ადამიანი,ვინც პირველმა წამოაყენა საკითხი იმის შესახებ,რომ აღნიშნულ მატერიკს ახალი ჰოლანდიის ნაცვლად,როგორც უწინ მას ნიდერლანდელებმა უწოდეს – ავსტრალია დარქმეოდა.
ედუარდ ფოგელი – „ეპიზოდი”
ცენტრალური აფრიკის გამოჩენილი გერმანელი მკვლევარი – ედუარდ ფოგელი (1829-1856 წლები),თანამედროვე ეპოქის ჩადის რესპუბლიკის ტერიტორიაზე XVI საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისამდე არსებული ვადაის სასულთნოში მოგზაურობის ჟამს ქვეყნის მბრძანებელს შეხვდა და მასთან ერთად რამდენჯერმე ივახშმა კიდეც.
კარდინალი რიშელიეს აღსასრული
1642 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის სახელოვანი სახელმწიფო მოღვაწის – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიეს,იგივე – კარდინალი რიშელიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ გართულდა.
რომი იყო ქალაქი,სადაც…
ხმელთაშუაზღვის აუზის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცეული „მარადიული ქალაქი” – რომი იყო ქალაქი,სადაც მიცვალებულთა დაკრძალვაზე გლადიატორების ერთმანეთის ამოხოცვის ამაზრზენმა პრაქტიკამ პირველად ძვ.წ.აღ-ით 264 წელს აიღო სათავე (აღნიშნულ წელიწადს ძმებმა ბრუტებმა მამის დაკრძალვის დღეს ერთმანეთს შეაკლეს ექვსი შეიარაღებული მონა);
„დამაკვირდი”
1. „მე ვფიქრობ,რომ ერთადერთი სასარგებლო ღმერთი ჩვენთვის არის ოქრო და ვერცხლი.თუ შენ მათ შეიტან შენს სახლში,მაშინ შენ შეგიძლია მოისურვო რაც მოგეხასიათება და ყველაფერი ეს მაშინვე გექნება: ქონებაც,სახლიც,ვერცხლის ჭურჭელიც,მეგობრებიც,მლიქვნელი მსახურნიც,მოწმეებიც და დამსმენნიც.საჭიროა ცოტა მეტი მისცე და შენი მსახურნი გახდებიან თვითონ ღმერთებიც კი”. – მენანდრე
თბილისის სასულიერო სემინარია – „ეპიზოდი”
1835 წელს მდიდარი ქართველი ვაჭრის – იაკობ ზუბალაშვილის შეკვეთით შვეიცარიელმა ძმებმა (არქიტექტორებმა) – ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდოცებმა თბილისში კლასიცისტურ სტილში ააგეს ნაგებობა,რომელშიც თავდაპირველად სასტუმრო იქნა განთავსებული,ხოლო მოგვიანებით კი „თბილისის სასულიერო სემინარია”.
იცით თუ არა,რომ
1. არისტოტელეს ფილოსოფიური სკოლის „ლიცეუმის” პირველ ხელმძღვანელს – არისტოტელეს – 13 მონა ჰყავდა; ლიცეუმის შემდეგ ხელმძღვანელს – თეოფრასტეს – 9; მომდევნო ხელმძღვანელს – სტრატონს – 6; ლიკონს – 12; რამდენიმე მონა ჰყავდა ასევე გენიალურ ძველრომაელ ორატორს – მარკუს ტულიუს ციცერონსაც.
ლუციუს ანეუს სენეკას შესახებ…
მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ფრიდრიხ ენგელსი,გენიალური ძველრომაელი ფილოსოფოსის,სახელმწიფო მოღვაწის,დრამატურგისა და სისასტიკით სახელგანთქმული რომის იმპერატორის – ნერონის აღმზრდელის – ლუციუს ანეუს სენეკას (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები) შესახებ წერდა,რომ სათნოებისა და მოთმინების მქადაგებელი მოხუცი სწავლული ნერონის სასახლის პირველი ინტრიგანი გახლდათო.