Monthly Archives: თებერვალი 2018
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ვერავითარი ძალა ვერ აღმოფხვრის ადამიანის გულიდან სურვილს ადამიანური ცხოვრებისას”.
ასე მოეფერა სამსონ ფირცხალავა მონატრებულ სამშობლოს…
უცხოეთში იძულებითი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულმა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და საზოგადო მოღვაწემ – სამსონ ფირცხალავამ (1872-1952 წლები) უზომოდ მონატრებულ სამშობლოს ერთობ ამაღელვებელი სიტყვებით მოეფერა:
რისი აღმნიშვნელია ფილიპინურ ენაზე სიტყვა – „ამოკ”?
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში განთავსებული კუნძულოვანი ქვეყნის – ფილიპინების რესპუბლიკის ოფიციალურ ენაში – „ფილიპინოში” გვხვდება სიტყვა – „ამოკ”,რომელსაც ერთობ საშინელი და ტრაგიკული შემთხვევის აღსანიშნავად წარმოთქვავენ ფილიპინელები.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ცხოვრების უდიდესი ტრაგედია ის კი არ არის,რომ ადამიანები იღუპებიან,არამედ ის,რომ ისინი სიყვარულზე იღებენ ხოლმე ხელს”.
გურამ ასათიანი წერდა…
„არსებობენ ტიპები,რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ყველაფერს ხელს მოაწერენ, ყველაფერს იკადრებენ, ქვემძრომივით ხოხვასაც კი ისწავლიან, ოღონდ როგორმე მიწის ზედაპირს შერჩნენ.
„თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის”
საყოველთაოდ ცნობილი ლათინური ფრაზის - „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის” თავდაპირველი ავტორი გახლდათ დიდი რომაელი ისტორიკოსისა და სახელოვანი ძველ ბერძენი პოლიტიკური მოღვაწის – ეპამინოდასის ბიოგრაფიის ავტორის და გენიალური რომაელი ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის უახლოესი მეგობარი - კორნელიუს ნეპოსი (ძვ.წ.აღ-ით 99-24 წლები).
„ჟენევის კონვენცია” – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია, 1864 წელს რიგი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო-სამართლებლივი მოლაპარაკების გზით მიღებული იქნა პირველი -„ჟენევის კონვენცია”,რომლის ერთ-ერთი პუნქტი მეომარ მხარეებს კატეგორიულად უკრძალავდა ბრძოლის მიმდინარეობის დროს მოწინააღმდეგისათვის ხიშტის მუცელში ჩარტყმას და ამ ულმობელი მეთოდით მტრის მწყობრიდან გამოყვანას.
ფრანსუა მაკარი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის არმიის გენერალმა და სამხედრო მწერალმა – ჟან-ბატისტ ანტუან მარსელინ დე მარბომ,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა ნაპოლეონის ომების შესახებ დაწერილი მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ჟანრის მემუარებით,ფრანგული არმიის დივიზიის გენერლისა და კოლორიტული პერსონის – ფრანსუა მაკარის (1738-1801 წლები) შესახებ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა შემოგვინახა.
რა ამაზრზენ დანაშაულში დასდეს ბრალი ლეონარდო და ვინჩის?
1476 წლის 9 აპრილს, 24 წლის ასაკში მყოფი გენიალური იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და სწავლული – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ძალიან უსიამოვნო სკანდალში გაეხვა.
ანატოლ ფრანსის გენიალური ნააზრევი…
„მე სულ იმას ვფიქრობ,ხალხი უფრო ბოროტია,ვიდრე ერთის შეხედვითა ჩანს-მეთქი.თავი ისეთებად როდი მოაქვთ,როგორიც სინამდვილეში არიან; იმალებიან,როცა ისეთი რამის ჩადენა სურთ,რაც მნახველს მათ თავს შეაძულებდა ან შეაზიზღებდა;