Monthly Archives: მაისი 2015
რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: მას შემდეგ,რაც 1966 წლის 26 მაისს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თანამედროვე სახელმწიოფომ – გაიანას კოოპერატიულმა რესპუბლიკამ (უწინდელი ბრიტანული გაიანა) დამოუკიდებლობა მოიპოვა,ერთი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო გარემოება იქნა აღმოჩენილი,რომელიც დაკავშირებული გახლდათ ბრიტანეთის იმპერიის კოლონიალურ პოლიტიკასთან ბრიტანულ გაიანაში.დაასახელეთ რა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოება იქნა აღმოჩენილი გაიანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ?
პლატონის ფილოსოფიიდან…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ლეგენდად ქცეული ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოსწავლე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 427-347 წლები),მოითხოვდა,რომ ადამიანები წარმოვიდგინოთ იმ ფანტასტიკური არსებების სახით,რომელთა შესახებაც იგავურად მოგვითხრობდნენ წინაპრები.
შარლ დე გოლი – “ეპიზოდი”
1940 წლის 18 ივნისის საღამოს 6 საათზე,ფრანგი ხალხისათვის ჯერ კიდეც უცნობმა საფრანგეთის არმიის გენერალმა – შარლ დე გოლმა,ლონდონში განთავსებული BBC-ის რადიოსადგურის მეშვეობით მიმართა დამცირებული საფრანგეთის დამცირებულ და სასოწარკვეთილ მოქალაქეებს:
მადაბას რუკა
მადაბას რუკა – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს მოზაიკური ხელოვნებით შექმნილ რუკა-პანოს,რომელიც განთავსებულია ახლო აღმოსავლეთში მდებარე თანამედროვე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალაქ მადაბაში.
გუსტავ კაიბოტი – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა,იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და კოლექციონერმა - გუსტავ კაიბოტმა (1848-1894 წლები),სიცოხლის უკანასკნელ ეტაპზე,თავის მფლობელობაში მყოფი უნიკალური სახვითი ხელოვნების კოლექცია საფრანგეთის მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ უსახსოვრა ანდერძით.
“საძაგელი არქიტექტორი”
ევროპის დასავლეთით მდებარე ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ საცხოვრებელ რაიონში – მაროლესში,ადგილობრივები არც თუ ისე იშვიათად იყენებენ გამოთქმას – “საძაგელ არქიტექტორს” იმ ადამიანების მიმართ,ვის მიმართაც მათ უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნიათ.
ლატერანის ბაზილიკა – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,კათოლიკური იერარქიის მიხედვით ყველაზე მაღალ საფეხურზე (პირველ ადგილზე) კათოლიკურ ეკლესიებს შორის დგას არა ისეთი სახელგანთქმული ტაძრები,როგორებიც არიან – “წმინდა პეტრეს ტაძარი”,”სანტა-მარია მაჯორეს ბაზილიკა” და “სან-პაოლო-ფუორი-ლოე-მურას ბაზილიკა”,არამედ რომში მდებარე საკათედრო ტაძარი – “ლატერანის ბაზილიკა” (წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ლატერანის ბორცვზე).
დუჩო დი ბუონინსენიას მიერ დაწერილი ხატის “მაესტა”-ს შესახებ…
“მაესტა” (იტალიური ენიდან ითარგმნება,როგორც – “დიდება”) – წარმოადგენს სიენის სახვითი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და გენიალური იტალიელი მხატვრის – დუჩო დი ბუონინსენიას (1260-1319 წლები) მიერ დაწერილ საკურთხევლის ხატს.
ჰარმოდიუსის,არისტოგიტონისა და ლეაინას გმირობა…
ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ მსოფლიოში,დემოკრატიულმა ძვრებმა ათვლა ძვ.წ.აღ-ით 514 წელს ანტიკური ხანის ათენში,ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ და პოლიტიკურ დღესასწაულზე – “პანათენურ თამაშებზე” მომხდარი მოვლენიდან დაიწყო.