Monthly Archives: მარტი 2016
მიხეილ ქვლივიძე – “გრამატიკული საკვირველებანი”
დაჰკვირვებიხართ,მეგობრებო,ზედსართავ სახელს:
არსებით სახელს როგორ უცვლის აზრსა და სახეს?
იცით თუ არა,რომ
1. დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის მეუღლის – კლემენტინა ხოზიეს დედა (ანუ სიდედრი) – ლედი ბლან ხოზიე,ალკოჰოლური სასმელების ფანატიკურად მოყვარული ქალი იყო.მას შემდგომ,რაც ლედი ბლან ხოზიეს მეუღლე გარდაეცვალა,თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ბანქოს სათამაშო სახლებში დაიწყო
“ლომბარდის” დაარსების ისტორიიდან…
ლომბარდი – წარმოადგენს სპეციალიზირებულ კომერციულ ორგანიზაციას,რომლის უმთავრესი საქმიანობა გახლავთ მოკლევადიანი სესხების გაცემა მოქალაქეთა მოძრავი ქონების (ძვირფასი ლითონები,ავტოტრანსპორტი,საყოფაცხოვრებო აპარატურა და სხვა) გირაოში ჩადების სანაცვლოდ.
ფინეთში მოქმედი “მშრალი კანონი”-ს შესახებ…
როგორც ჩანს,ფინეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა გენიალური ირლანდიელი მწერლის – ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი ბრძნული შეგონება: “ალკოჰოლი – გახლავთ ანესთეზია,რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავიტანოთ ოპერაცია,სახელწოდებით – ცხოვრება”, – და 1911 წლის 1 ივნისს გამოსცა კანონი,რომლის თანახმადაც ქვეყანაში აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების წარმოება და მოხმარება.
ჯოზაია უილარდ გიბსი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მატემატიკოსი,ფიზიკოსი და ფიზიოქიმიკოსი – ჯოზაია უილარდ გიბსი (18391-903 წლები) ერთობ გულჩათხრობილი მეცნიერი გახლდათ და არც ბევრი საუბრით აწყენდა ვინმეს თავს.
იესო ბარაბა
იესო ბარაბა – წარმოადგენს იმ საყოველთაოდ ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟს,რომელიც არა მხოლოდ ოთხივე სახარებაშია მოხსენიებული,არამედ “მოციქულთა საქმენშიც”.ახალ აღთქმაში იგი ეპიზოდურ როლს ასრულებს და როგორც სწრაფად ჩნდება მოვლენების ეპიცენტრში (პილატეს სასამართლოზე),ასევე სწრაფად უჩინარდება მოვლენების ეპიცენტრიდან ჩრდილში.
ეტორე მაიორანას გაუჩინარების ისტორია
ეტორე მაიორანა (1906-1938 წლები) – წარმოადგენდა გენიალურ იტალიელ ფიზიკოს-თეორიტიკოსსა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს,რომელმაც პირველმა იწინასწარმეტყველა ეგრეთ წოდებული – “მაიორანას ფერმიონის” არსებობა.
პარაცელსუსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, აღორძინების ხანის ცნობილი შვეიცარიელი ექიმი, ალქიმიკოსი და ოკულტისტი – თეოფრასტე პარაცელსუსი (1493-1541 წლები),ერთობ ამპარტავნული თვისებებით გამორჩეული მედიკოსი იყო და საკუთარ შესაძლებლობებზე ძალიან დიდი წარმოდგენაც გააჩნდა.
ფრაზეოლოგია “რეკლამის” შესახებ…
1. ”თვით ღმერთსაც კი სჭირდება ზარები”. – ფრანგული გამონათქვამი
საინტერესო ფაქტები…
“ამომავალი მზის” ულამაზეს ქვეყანაში – იაპონიაში,მრავალი ასეული წლის განმავლობაში,პატარა მკერდი – ქალის სილამაზის განმსაზღვრელ ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა.იმისათვის,რომ იაპონელ მანდილოსნებს თავიანთი მკერდის ფორმა დაემალათ,ისინი ტანზე სპეციალურად იხვევდნენ სხვადასხვა სახის ქსოვილებს.