Monthly Archives: მარტი 2016
ელისაბედ I ტიუდორი – “ეპიზოდი”
“ქალწულ დედოფლად” წოდებულ ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდარულ დედოფალს – ელისაბედ I ტიუდორს (1533-1603 წლები),რომლის დევიზიც გახლდათ: “ვხედავ,მაგრამ ვდუმვარ”, – ერთი მეტად საინტერესო თვისება გააჩნდა.
სარა ბერნარი – “ეპიზოდი”
თავისი მახვიგონიერებით სახელგანთქმული დიდი ფრანგი მსახიობი ქალი - სარა ბერნარი (1844-1923 წლები),რომელსაც XX საუკუნის დასაწყისში “ისტორიაში ყველაზე ცნობილი მსახიობი” უწოდეს,ერთ-ერთ პიესაში ღატაკი ქალის როლს ასრულებდა.
ნაპოლეონ ბონაპარტი – “ეპიზოდი”
1814 წლის 3 მარტს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე სუასონის ციხესიმაგრე,სადაც ფრანგი გენერლის – ჟან ვიქტორ მოროს ხელმძღვანელობით ფრანგული გარნიზონი იდგა,სრულიად უბრძოლველად ჩაბარდა მოკავშირეთა არმიას.
თეთრი სპილო – “ეპიზოდი”
სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე – ტაილანდის სამეფოში,უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სპილოსებრთა ოჯახის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა – “თეთრი სპილო”.
ლუი XIV დე ბურბონი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის “მეფე მზედ” წოდებული - ლუი XIV დე ბურბონის მმართველობისას (1643-1715 წლები),საფრანგეთის მეცნიერთა აკადემიამ გადაწყვიტა საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები ჩაეტარებინა ქვეყნის ახალი რუკის შესადგენად,რადგან ძველ რუკებში ძალიან ბევრი უზუსტობები იყო დაფიქსირებული.
ტრისტან ბერნარი – “ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ჟურნალისტი – ტრისტან ბერნარი (1866-1947 წლები) საოცარი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ.
ფრიდრიხ ვიოლერი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ადრეულ პერიოდებში სახელოვანი ქიმიკოსები ახლადაღმოჩენილ ქიმიურ ელემენტთა უმეტესობას თავიანთი მეგობრების საპატივცემულოდ,მათ გვარებს არქმევდნენ.
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”
რომის იმპერიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და იმავე იმპერიის პირველი იმპერატორი – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 19 წლები) მეტად უცნაური თვისებებით გამორჩეული ხელისუფალი გახლდათ.
ტიტუს ფლავიუს დომიციანე – “ეპიზოდი”
ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი რომის საიმპერატორო ტახტზე – ტიტუს ფლავიუს დომიციანე (51-96 წლები) ერთობ ტირანული და დიქტატორული თვისებებით გამორჩეული იმპერატორი იყო.მის მიერ ჩადენილი შიზოიდური და უსამართლო ქმედებების გამო,დომიციანეს უამრავი მოსისხლე მტერი გაუჩნდა.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ გინდა იმ ხალხის გული მოინადირო,ვისი ბედ-იღბალიც შენ გაბარია,სხვათა შორის,ორი რამ უნდა გახსოვდეს: ჯერ ერთი,ყველას მიმართ ალერსიანი უნდა იყო და მეორეც,ეცადე,მაგ შენს კუნძულზე სურსათ-სანოვაგე ბლომად იქონიო,რადგან არაფერი ისე სასტიკად არ ამქისებს და ამძვინვარებს ღატაკთა გულს,როგორც შიმშილი და სიძვირე.