Monthly Archives: იანვარი 2017
თამარ მეფის ეპოქის ბოლობჭე
“ხალხი,მით უფრო ერი,მხოლოდ ძლიერი პიროვნებით,ძლიერი წინამძღოლით,ძლიერი “ხელითა მწიფითა” არის ხალხი და ერი.
მით უფრო – ქართველი ხალხი,ქართველი ერი! სწორედ მისი მოვლაა ძნელი – მისი წინამძღოლობა,მისი “ხელ-მწიფობა!”
ედგარ დეგა – “ეპიზოდი”
გენიალურმა ფრანგმა მხატვარმა და სკულპტორმა – ედგარ დეგამ (1834-1917 წლები) თავის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ტილოზე – “აბსენტი”,მუშაობა 1876 წელს დაასრულა.
მარია ტერეზიას შესახებ…
ავსტრიის ერჰერცოგი,უნგრეთის დედოფალი და რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის – ფრანც I შტეფანის მეუღლე – მარია ტერეზია ვალბურგა ამალია კრისტინა (1717-1780 წლები) ღრმად მორწმუნე კათოლიკე ქალი გახლდათ.იგი ადამიანებს ორ კატეგორიად ჰყოფდა – კათოლიკეებად და არაკათოლიკეებად.
ანდრეი გონჩაროვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილ რუს თაეტრის რეჟისორსა და პუბლიცისტს - ანდრეი გონჩაროვს (1918-2001 წლები) ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა: როდესაც იგი ბრაზდებოდა,ყოველთვის ავიწყდებოდა იმათი სახელები და გვარები,ვისზეც რეჟისორი ბრაზობდა.
“ბეჭდების მბრძანებელი” – (ეპიზოდი)
1969 წელს ამერიკულმა კინოსტუდია – “United Artists”-მა სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა სამხრეთ აფრიკაში დაბადებული დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) ქმნილების – “ბეჭდების მბრძანებლის” ეკრანიზაციის უფლება.
ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მათემატიკოსმა და ასტრონომმა – ისააკ ნიუტონმა (1642-1727 წლები), თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი თანამედროვე ფიზიკას, გამოთვლებს, მოძრაობის კანონებს, გამოგონებებსა და სხვა მეცნიერულ სამუშაოებს მიუძღვნა, თუმცა-კი, მან არანაკლები დრო დაუთმო ალქიმიასაც.
ჰამისტაგანი
სასანიდური ეპოქის სპარსეთში გაბატონებულ რელიგიაში – ზოროასტრიზში გავრცელებული კონცეფციის თანახმად,ჰამისტაგანი წარმოადგენდა ადგილს,სადაც დროებით ხვდებოდნენ იმ გარდაცვლილთა სულები,რომელთაც სიცოცხლეში თანაბრად ჰქონდათ ჩადენილი როგორც კეთილი,ასევე ბოროტი ქმედებები.
“შეშკოვსკის მექანიკური სავარძელი”
რუსეთის იმპერატორის – პეტრე I-ის ბრძანებით 1718 წლის 1 თებერვალს ჩამოყალიბებული იქნა – “საიდუმლო კანცელარია”,რომლის უმთავრეს მიზანსაც იმპერატორის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება წარმოადგენდა.
სავალალო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან…
ჭეშმარიტებაა,რომ არ შეიძლება იყოს კარგი ექიმი ის,ვინც არ არის კარგი ადამიანი.ადამიანები მედიკოსებს ანდობენ ყველაზე ძვირფასს,რაც კი გააჩნიათ – ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1203 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ და თამარ-მეფეს ეწვივნენ საზღვარგარეთის ქართულ სავანე-მონასტრებში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები.იერად არამიწიერმა ქართველმა დედოფალმა დიდის ამბით მიიღო ისინი,”მრავალ დღე არა გაუშვნა”,ხოლო როდესაც გაუშვა,ყოველ მათგანს “მისცა დიდძალი ოქრო,თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად”.