Monthly Archives: მარტი 2016
საშა გიტრი – “ეპიზოდი”
1955 წლის 21 თებერვალს გამოჩენილ ფრანგ მწერალს,მსახიობსა და რეჟისორს - საშა გიტრის (1885-1957 წლები) სამოცდაათი წელი შეუსრულდა.სწორედ თავის დაბადების დღეზე მისწერა მან საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის უკანასკნელ პრეზიდენტს – რენე ჟიულ გუსტავ კოტის წერილი,სადაც მითითებული იყო გიტრის დამსახურებები.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას შედევრიდან – “დონ კიხოტი”
“გახსოვდეს,სანჩო,თუ სიქველის გზას აირჩევ და ქველმოქმედებას დაისახავ ცხოვრების მიზნად,შურის თვალით აღარ დაუწყებ ყურებას იმათ,ვისაც წინაპრებად მეფეები და მთავრები ჰყავს,რადგანაც გვარიშვილობა მემკვიდრეობითია,სიქველე კი – შეძენილი და მას თავისთავადი ღირებულება აქვს,რასაც გვარიშვილობა ვერ დაიკვეხნის.
ალექსანდრე სოლჟენიცინი – „რას ნიშნავს იყო – ინტელიგენტი?!”
„წლების მანძილზე მიხდებოდა ჩავფიქრებოდი ამ სიტყვას – ინტელიგენციას. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს თავის მიკუთვნება მისთვის, არადა, რომ არ ვეკუთვნით ყველანი?!.
შესაძლებელია თუ არა იდეალური ცოლის აღზრდა?
პოსტის სათაური შესაძლოა,პროვოკაციული შეკითხვის ხასიათს ატარებდეს,თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის,რადგან იმ ისტორიას,რომელსაც შემოგთავაზებთ,სრულიად ამართლებს ასეთ სახელწოდებას.
“იკეა”- (ეპიზოდი)
ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდული მულტინაციონალური კონცერნის - “იკეას”-ს (IKEA),რომლის ბიზნესის სამოღვაწეო პროფილია სახლის მოსაწყობად საჭირო ხელითასაწყობი ავეჯისა და საბინაო აქსესუარების დამზადება-გაყიდვა,
იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრებისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში,გერმანიის ისტორიაში პირველმა ქალმა-კანცლერმა – ანგელა დოროთეა მერკელმა კატეგორიული უარი განუცხადა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – “შტაზს” თანამშრომლობაზე.გარდა ამისა,მან უარი განაცხადა გდრ-ის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებაზეც.
ჩარლზ II სტიუარტი – “ეპიზოდი”
როგორც ინგლისელი საზღვაო მეთაურის,სამეფო საზოგადოების წევრისა და პარლამენტარის – სემიუელ პიპსის (1633-1703 წლები) მიერ დაწერილი სახელგანთქმული დღიურიდან ირკვევა (აღნიშნული დღიური მოიცავდა ლონდონელთა ცხოვრების პერიპეტიებს სტიუარტების სამეფო დინასტიის რესტავრაციის პერიოდში),ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე – ჩარლზ II სტიუარტი (1630-1685 წლები) ერთობ ვნებიანი,ექსესების,ორგიებისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარული მონარქი ყოფილა.
როგორ სჯიდნენ მოსწავლეებს საფრანგეთის სკოლებში?!
XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედ სკოლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა მიღებული მოსწავლეების დასჯის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და დამამცირებელ მეთოდს.
ვალენტინ კატაევი – “ეპიზოდი”
იტალიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი მწერალი,პროზაიკოსი და დრამატურგი - ვალენტინ კატაევი (1897-1986 წლები) ლიტერატორთა სახლში განთავსებულ საპარიკმახეროს ესტუმრა,სადაც დალაქად ერთობ კოლორიტული პიროვნება მუშაობდა.
ბენჯამინ ფრანკლინი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული ტატების ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ფუძემდებელი და ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი – ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) ის პირველი ამერიკელი დიპლომატი გახლდათ ისტორიაში,რომელიც 1776 წელს საფრანგეთში იქნა მივლინებული აშშ-ის ელჩის რანგში.